რუსეთის ქალაქებში ინტერნეტის თავისუფლების მომხრეთა გამოსვლები გაიმართა
რუსეთის ქალაქებში 10 მარტს იმართება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები რუსეთის საინტერნეტო ქსელის თავისუფლების მოთხოვნით გამოდიან.
აქციები გაიმართა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ასევე ხაბაროვსკში, ვორონეჟში და სხვა ქალაქებში.
მოსკოვში აქციაზე, ორგანიზატორების თანახმად, მივიდა 11 ათასი კაცი. პოლიციის ცნობით, მიტინგზე 6 ათასი დემონსტრანტია. აქციების ორგანიზატორები არიან მოძრაობა როსკომსვობოდასთან ერთად არარეგისტრირებული ლიბერტარიანული პარტიის აქტივისტები, რომელთა განცხადებაში წერია, რომ „რუსეთი არ არის ირანი და არც ჩრდილოეთი კორეა, ჩვენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ. მაგრამ პუტინს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ჩამოვრჩეთ დასავლეთის სამყაროს“. შეხვედრაზე მონაწილეობისკენ მოწოდებით გამოვიდა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი.
12 თებერვალს რუსეთის სათათბირომ მიიღო პირველი წაკითხვით კანონი, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკურ შესაძლებლობას, იზოლირებულ იქნეს ინტერნეტის რუსეთის სეგმენტი.