ევროკომისია ბრალად სდებს გუგლს უმოქმედობაში წინასაარჩევნო დეზინფორმაციის მიმართ
ევროპის კომისიამ გააკრიტიკა გუგლი იმისათვის, რომ სათანადოდ არ მოქმედებს ევროპის პარლამენტის არჩევნების წინ.
აშშ-ის დაფუძნებული ინტერნეტ გოლიათის მიმართ გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს აწერს ევროპის კავშირის ოთხი კომისარი, და რომელიც იხილა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, ნათქვამია, რომ ევროპის კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაციის ხარისხი „აშკარად აჩვენებს, რომ საჭიროა სასწრაფო შემდგომი მოქმედებები“.
ოქტომბერში, გუგლმა, ასევე ტვიტერმა და ფეისბუკმა, ხელი მოაწერეს ევროპის კომისიის ქცევის კოდექსს, წესების კრებულს, რომელიც ბრიუსელმა შეიმუშავა ევროპის პარლამენტის 23-26 მაისის არჩევნების წინ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.
კოდექსი შემუშავდა მას მერე, რაც გავრცელდა არაერთი ცნობა ევროკავშირის წევრების და სხვა ქვეყნების არჩევნების წინ და მათ დროს ჩარევის თაობაზე.
სამმა საინტერნეტო კომპანიამ ვალდებულება იკისრა, რომ ევროპის კომისიას ყოველთვიურ ანგარიშს წარუდგენენ 2019 წლის იანვრიდან მაისამდე განცხადებების გამოქვეყნების ადგილის სისწორის ეფექტიანი შემოწმების, ასევე პოლიტიკური და თემატური რეკლამების გამჭვირვალობის ინსტრუმენტების გამოყენების და პრაქტიკაში იმ პოლიტიკის დანერგვის შესახებ, რომელიც შეთავაზებული სამსახურების მთლიანობას უზრუნველყოფს. მათ შორისაა ყალბი ანგარიშების დახურვა და ავტომატური ბოტების გამოვლენა.