ბელარუსია ირანში აბრუნებს პირს, რომელსაც იქ სასიკვდილო განაჩენი ელოდება
ბელორუსიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ირანელი კაცი, რომელმაც აღმსარებლობა შეიცვალა და გაქრისტიანდა, დეპორტირებულ იქნება ირანში.
თეირანის მხრიდან ის იძებნება სავარაუდო მკვლელობის გამო და მოსალოდნელია, აღმსარებლობის შეცვლის გამოც. საერთაშორისო უფლება დამცავმა ორგანიზაციებმა მინსკი გააფრთხილეს, რომ მას წამება და სასიკვდილო განაჩენი ემუქრება, თუ ირანში უკან დააბრუნებენ.
მეჰრდად ჯამშიდიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მას მერე, რაც მას გულის შეტევა ჰქონდა ივლისში და საავადმყოფოში სამ დღიანი ყოფნის შემდეგ კვლავ საპატიმროში დააბრუნეს.
ჯამშიდიანი ბელორუსიაში დასახლდა 1993 წელს, დაქორწინდა ადგილობრივ ქალზე და სამი შვილი ჰყავს. ჯამშიდიანი კანონიერი სტატუსის გარეშე ცხოვრობს ბელორუსიაში 2016 წლის შემდეგ, როცა მის პასპორტს ვადა გაუვიდა და ახალი არ მოითხოვა, ამნესტი ინტერნეშენელის თანახმად, „ირანში დევნის საფუძვლიანი შიშის გამო“.
მან არაერთხელ მოითხოვა თავშესაფარი და დაცვა, მაგრამ უარი მიიღო და პასპორტის გარეშე ქვეყანაში ყოფნის უფლების მოთხოვნა შეუძლებელია. ბელორუსიის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურმა 15 მარტს გასცა ჯამშიდიანის ირანში დეპორტაციის განკარგულება.
ის ცხრა თვეა, რაც დაკავებულია. ჯამშიდიანის ერთ-ერთმა შვილმა, დიანამ, უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ მამამისს ხუთი დღე აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.