პრემიერის განცხადებით, მთავრობის გეგმით პედაგოგის ხელფასი 1800 ლარამდე უნდა გაიზარდოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემაში “პირისპირ” სტუმრობისას განათლების სისტემაში მოსაგვარებელ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოში პედაგოგის შრომა უნდა იყოს დაფასებული და მთავრობის გეგმის მიხედვით მასწავლებელმა მაღალი ანაზღაურება უნდა მიიღოს. “პირადად ჩემთვის ეს არის დიდი ტრაგედია, ვინაიდან სახელმწიფოში სწორედ პედაგოგის, მასწავლებლის შრომა უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული. ჩვენი გეგმის მიხედვით, ხელფასი, რომელიც მასწავლებელმა უნდა მიიღოს […]