Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2019

დავით ჯანდიერი: ირღვევა დეკანოზ მამალაძის უფლებები

0
დავით ჯანდიერი: ირღვევა დეკანოზ მამალაძის უფლებები

ადვოკატ დავით ჯანდიერის განცხადებით, „დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს დაუყოვნებელ რეაგირებას“ და აუცილებელია მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში.

ადვოკატის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულებაში არ არის დაცული პატიმრის უფლებები, მაგალითად:

„პატიმარს დღემდე არ უტარდება რეაბილიტაციისთვის საჭირო/აუცილებელი ღონისძიებები, თუ არ ჩავთვლით ხელსა და ფეხზე ვარჯიშს“;

„ძირითად დიაგნოზთან დაკავშირებული არასათანადო მკურნალობის გარდა, პატიმრის განცხადებით, ბოლო პერიოდში მას აღენიშნება მკვეთრი ტემპერატურული ცვალებადობა, აქვს ოფლიანობა, რისი გამომწვევი მიზეზიც არ დადგენილა“;

„დამატებით, რამდენიმე დღის წინ გიორგი მამალაძე გაცივდა. მას გაეწია სამედიცინო დახმარება, მაგრამ არაეფექტურად“;

„მკურნალი ექიმს ის არ უნახავს პარასკევის შემდეგ დღევანდელი დღის 16 საათამდე“.

დეკანოზი გიორგი მამალაძე  ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან 2019 წლის 22 თებერვალს გადაიყვანეს  სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულებაში. ჯანდიერის თქმით, ეს მოხდა „მისი ნების საწინააღმდეგოდ და მკურნალ ექიმზე განხორციელებული ზემოქმედების შედეგად“.

დავით ჯანდიერის განცხადების თანახმად, 25 მარტს გიორგი მამალაძემ უარი განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულების მიერ მიწოდებული საკვების მიღებაზე.

„სამწუხაროდ ჩვენი რამდენიმესაათიანი შეხვედრა ისე დასრულდა, ვერ შევძელი გადამერწმუნებინა. დღესვე მქონდა შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, რომლებიც ახლო საათებში მოინახულებენ მსჯავრდებულ დეკანოზს“, - აცხადებს დავით ჯანდიერი.

რაც შეეხება სხვა პირობებს, ადვოკატის თქმით:

„პალატაში, რომელიც, გადმოცემით, ერთ-ერთი საუკეთესოა შენობაში, პერიოდულად ითიშება გათბობა, ასევე შეფერხებებია ცხელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით“;

„ერთი თვის განმავლობაში პატიმარმა 4 ჯერ იბანავა, აქედან ორჯერ ცხელი, ხოლო ორ შემთხვევაში - გრილი წყლით, რაც მისი განცხადებით მისი გაცივება გამოიწვია“;

„დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას ამძაფრებს ის გარემოება, რომ N18 დაწესებულებას არა აქვს სამარხო მენიუ, რის გამოც ის იძულებული გახდა საჩივრით მიემართა ადმინისტრაციისთვის“.

გიორგი მამალაძე ამჟამად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინშია. 2019 წლის 7 მარტს საექსპერტო დასკვნების საფუძველზე სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა უშუალოდ იუსტიციის მინისტრს პატიმრის გადაყვანის შესახებ სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში.

სამინისტროს სახალხო დამცველის რეკომენდაციაზე რეაგირებისთვის 2 დღე დარჩა.

„რეკომენდაციაზე რეაგირების არქონა 18 დღის განმავლობაში, მომჩივნის რწმენით, ადასტურებს სამინისტროს არასენსიტიურობას დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის საკითხისადმი, რაც დაადასტურა იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 20 მარტის საჯარო განცხადებამ იმის თაობაზე, თითქოს ორი სხვადასხვა, წინააღმდეგობრივი დასკვნა არსებობს მომჩივნის ჯანმრთელობის შესახებ, არადა ორივე დასკვნა ავსებს ერთმანეთს და სახალხო დამცველის მიერ ისინი მიეთითა, როგორც მის მიერ გაცემული რეკომენდაციის გამამყარებელი ორი სხვადასხვა დოკუმენტი.

სამწუხაროდ, იუსტიციის მინისტრი საკუთარ თავს აძლევს უფლებას ტყუილები იკადროს, როდესაც საკითხი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება“, - აცხადებს დავით ჯანდიერი.





Губернаторы России
Москва

Собянин: Более 220 единиц новой медицинской техники начали использовать в Москве





Москва

Помощь российских армян СВО. Поддержка тыла важна для передовой


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Парковка на улицах Москвы в День России будет бесплатной



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Илья Лагутенко

Сколько заработал уехавший из России Илья Лагутенко




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

Что можно отметить в этот день

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции


Уимблдон

Уимблдон и Олимпиада? Что нужно знать о планах Рыбакиной после Ролан Гаррос



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Мода

Новая коллекция ювелирных украшений Louis Vuitton



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России