"ძალადობაგანცდილი ბავშვი 7 თვე ვერ დაელოდება ფსიქოლოგის დახმარებას"
სოციალური მუშაკების გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება. სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს, რომ სერვისცენტრები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გაფიცულთა ფუნქციები "ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე უკვე გადანაწილდა".