„ნაციონალური ეგზიტპოლი 2019“ - ლიდერობენ ზელენსკი და პოროშენკო
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური ეგზიტპოლი 2019“-ის მიერ 18 საათისათვის ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, პირველ ტურში ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს 30,4%-ით, მეორე ადგილზეა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 17,8%-ით.
მესამე ადგილს 14,2%-ით იკავებს იულია ტიმოშენკო, პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი.
კიდევ ერთი სოციოლოგიური კომპანია SOCIS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით ლიდერთა სამეული ასე გამოიყურება: ვლადიმირ ზელენსკი - 29, 25%, პეტრო პოროშენკო -19,19%, იულია ტიმოშენკო - 13,75%.
31 მარტს უკრაინაში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც 39 კანდიდატი მონაწილეობდა.