ვაშინგტონში მიმდინარეობს ნატოს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია
ვაშინგტონში ნატოს წევრი 29 წევრი ქვეყანამ დაიწყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ორდღიანი საზეიმო ცერემონია. კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე დაიწყო ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლნტენბერგის გამოსვლა. ის ნატოს პირველი ლიდერია, რომელსაც ხვდა კონგრესში გამოსვლის პატივი.
ვაშინგტონში სტოლტენბერგის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში შესამჩნევად გაუარესდა. რუსეთი ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევას და აგრესიას მეზობელი ქვეყნების მიმართ.
4 აპრილს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ სახელმწიფო დეპარტამენტში. პირველი სხდომა რუსეთს მიეძღვნება.
ნატოში ამჟამად განიხილავენ შავ ზღვაში ზომების მიღებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ქერჩის სრუტეში უკრაინის ხომალდების მიმოსვლა, რაზეც მოსკოვს მწვავე რეაქცია ჰქონდა.
ვაშინგტონის შეხვედრის წინ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და კვლავ დააყენა საკითხი, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა მეტად მიიღონ მონაწილეობა მის დაფინანსებაზე.