"იმ ადგილას, სადაც ცოცხლად დაიმარხა ორი ადამიანი, ორი კვირა გადაბმულად მუშაობდა 17 წლის ბავშვი"
"გარედან შრომის უსაფრთხოების დიდი პლაკატები იყო გამოკრული. რეალურად ამ ფასადის უკან იმალებოდა ადამიანების ასეთი ექსპლუატაცია და ჩაგვრა", - ამბობს "სოლიდარობის ქსელის" თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე თბილისში ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიმდინარე მშენებლობაზე, სადაც 31 მარტს 2 ადამიანი დაიღუპა.