Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2019

რატომ შეიძლება მოგინდეს ტელევიზიის შექმნა?

0
რატომ შეიძლება მოგინდეს ტელევიზიის შექმნა?

საქართველოში არ იზრდება სარეკლამო ბაზარი, თუმცა იზრდება ტელევიზიების რაოდენობა. რატომ შეიძლება ბიზნესმენს ასეთ ვითარებაში მოუნდეს ტელევიზიის შექმნა? - კითხულობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე და კითხვითვე პასუხობს:

"იმიტომ ხომ არ იქმნება, რომ მოახდინო შენი ძირითადი ბიზნესის დაცვა ან მოახდინო შენი პოლიტიკური ინტერესის გატარება?"

გამოკვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა - "ვის ეკუთვნის ქართული მედია?" - წაიკითხავთ, რომ საქართველოში დომინანტ ტელევიზიებად "იმედი" და "რუსთავი2" რჩებიან და რეკლამაც ძირითადად ამ ორ ტელევიზიაში მიდის. რას ურჩევს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საქართველოს მედიაბაზრის მთავარ მოთამაშეებს? ურჩევს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას, თუმცა, ისეთის, რისი გამოცდილებაც საქართველოში ჯერჯერობით არ ყოფილა. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" რეკომენდაციებია:

ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედია კომპანიებისა და მათი მფლობელების წინააღმდეგ სხვადასხვა ბერკეტის გამოყენება მათთვის ე.წ. ბიზნეს თუ ფინანსური ხასიათის პრობლემების შესაქმნელად;

პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მედიის მფლობელობა, შეწყვიტონ სატელევიზიო მედიის საქმიანობაში ჩარევა მათთვის სასურველი სარედაქციო პოლიტიკის გასატარებლად; 

ტელევიზიის მფლობელებმა მკაფიოდ უნდა გამიჯნონ სატელევიზიო და სხვა ბიზნეს საქმიანობა, რათა არ მოხდეს მაუწყებლისა და მასში დასაქმებული ჟურნალისტების ინსტრუმენტალიზება ვიწრო პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესების გასატარებლად;

მედია პლურალიზმისა და პროფესიული ჟურნალისტიკის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია მედიის მფლობელებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა აამაღლონ ჟურნალისტების ცოდნა ეთიკური სტანდარტების შესახებ;

მამუკა ანდღულაძე "დილის საუბრებში" ამბობს, რომ კვლევამ განამტკიცა ის თეზისები, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობს. საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე მფლობელობის თვალსაზრისით ფორმალურად ყველაფერი სწორად არის - მაგალითად, პოლიტიკური პარტია არ არის ამა თუ იმ ტელევიზიის ოფიციალური მფლობელი:

"პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ ტელევიზიების ფლობა, მაგრამ ტელევიზიების მფლობელები ან მენეჯმენტი მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან. თუ შევხედავთ 2016 წლის არჩევნებს, დავინახავთ სამ ძირითად პარტიას და მათ პირდაპირ კავშირებს მედიაგარემოსთან".

რაც შეეხება ხელისუფლების ქცევას სატელევიზიო ბაზარზე, მამუკა ანდღულაძე ასე აღწერს:

"მართალია ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით უხეში ფორმით, როგორის იყო იმედის დარბევა და შემდე გადაფორმება, ამასთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ "ტვ პირველის" შემთხვევა არის ძალიან სამწუხარო და აჩვენებს ტენდენციას, რომ ხელისუფლება ცდილობს არა პირდაპირ, მაგრამ თავისი ზეგავლენა გამოიყენოს, მფლობელს შეუქმნას სხვა ბიზნესში პრობლემა, რომელიც სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული".

ვერ ჩამოყალიბდა ტელებიზნესი მომგებიან ბიზნესად, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობისთვის ტელევიზია უმთავრეს საინფორმაციო საშუალებად რჩება, მისი მიმზიდველობა პარტიებისთვის ბუნებრივიცაა. ეს "ბუნებრიობა არ ნიშნავს მართებულობას:

"ხელისუფლებავ, ნუ ჩაერევი, პირველ რიგში შენ, შემდეგ ოპოზიციური პარტიები. მეორე, თვითონ მედიამფლობელებმაც არ გააკეთონ. ეს იქნება რთული, თუმცა, უნდა გავიხსენოთ გამოცდილება წვრილმან კორუფციასთან დაკავშირებით, როგორც კი გამოვლინდა ნება ხელისუფლების, დროის მცირე მონაკვეთში მოხდა ამის განხორციელება".





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Инго Экосистема стала победителем национальной премии FinTech Awards Russia


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин накануне Дня России наградил заслуженных москвичей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Ольга Бузова

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом купит форварда только в случае ухода Соболева

Прославленный вратарь Икер Касильяс присоединился к кампании Hisense «Ставшие легендой» в поддержку УЕФА ЕВРО 2024™


ATP

Рейтинг ATP. Синнер стал №1, Алькарас – №2, Циципас выпал из топ-10, Хачанов – из топ-20, Котов обновил личный рекорд



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Путин: вины России в прекращении действия зерновой сделки нет



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России