Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2019

მთავრობა „ომეგას“ საქმეზე სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

0
მთავრობა „ომეგას“ საქმეზე სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

საქართველოს მთავრობა გაასაჩივრებს სტოკჰოლმის არბიტრაჟის მიერ ზაზა ოქუაშვილის საქმეზე მიღებულ  გადაწყვეტილებას და არც დაკისრებულ ხარჯებს გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო არბიტრმა ამ ნაწილში ოქუაშვილის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ საგანგებო არბიტრმა,  ასევე, არ დააკმაყოფილა ზაზა ოქუაშვილის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან მომჩივნის კუთვნილ 11 კომპანიაზე რაიმე სახით  საკუთრების შეზღუდვას ან მის რეალიზაციის აკრძალვას.

„საგანგებო არბიტრმა მიიჩნია, რომ ზაზა ოქუაშვილმა ვერ დაამტკიცა, რომ ქართული მხარე ახორციელებს ან აპირებს რაიმე ზომების მიღებას მოსარჩელის კომპანიების და ქონების მიმართ და, შესაბამისად, საფრთხე, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებდა, იყო ჰიპოთეტური“, - წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ  გაუგებარია, რა მიზანს ისახავს საგანგებო არბიტრის აკრძალვა, არ განხორციელდეს მომჩივნისა და მისი კუთვნილი კომპანია - შპს „ოჯთ“-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული აღსრულების ღონისძიებები, რადგან 2018 წლის 4 ოქტომბრიდან დღემდე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ისინი ისედაც არ განხორციელებულა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საგანგებო არბიტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ზაზა ოქუაშვილის ბრიტანელმა ადვოკატმა იუსტიციის სამინისტროს წაუყენა ულტიმატუმი,  მოითხოვა შეხვედრის ორგანიზება  24 საათის განმავლობაში და მოლაპარაკებების წარმოება დავის მორიგებით გადაწყვეტის მიზნით.  

„იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც ამ საქმეზე წარმოადგენს საქართველოს მთავრობას, უარი განაცხადა ამგვარ ულტიმატუმზე და შეახსენა ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს, რომ  ბატონი ზაზა ოქუაშვილი საქართველოს მოქალაქეა, ის არის გადასახადების გადამხდელი, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე და ბიზნესმენი, ხოლო გადასახადების გადამხდელისათვის შეუსაბამო ქცევაა  მთავრობისთვის 24-საათიანი ულტიმატუმების წაყენება იმ საარბიტრაჟო  გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის გამოტანაც მოხდა არაგონივრულად მოკლე ვადებში მოსარჩელის მიერ შესაბამისი პროცედურების ბოროტად გამოყენებისა და სამართლიანი პროცესის პრინციპების დარღვევით“, - წერს იუსტიციის სამინისტრო.

8 აპრილს „ომეგა ჯგუფმა“ გაავრცელა ახალი ამბავი, რომ სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ შეაჩერა ქართული სასამართლოს მიერ მიღებული, ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აუქციონზე გაიყიდებოდა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი „ოჯთ“-ის (Omega Group Tobacco) მთელი ქონება.

„ომეგას“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს გამოძალვასა და ზეწოლაში, რომლის ერთ-ერთი სამიზნე, ოქუაშვილის თქმით, ჯგუფში შემავალი ტელეკომპანია „იბერიაა.“ თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი მსგავსი ცრუ ბრლადებებით ცდილობს თავი აარიდოს ბუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების გადახდას.





Губернаторы России
Москва

Собянин: 1 июня начнется фестиваль «Лето в Москве. Все на улицу!»





Москва

Поезда задерживаются из-за схода вагонов в Приамурье


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 1 июня начнется фестиваль «Лето в Москве. Все на улицу!»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

МакSим

МакSим навестила врачей, которые спасли ее от алкогольной зависимости




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

День защиты детей празднуют в мире 1 июня

Дептранс Москвы раскрыл детали инцидента на станции метро "Спортивная"

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем


Ролан Гаррос

Азаренко не смогла выйти в 1/16 финала открытого чемпионата Франции по теннису



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В открытом гробу: в Покровском монастыре прощаются с Анастасией Заворотнюк



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России