ადვოკატი: დავით ბაგრატიონმა ბილეთი გაფრენის ღამეს იყიდა
დავით ბაგრატიონმა თვითმფრინავის ბილეთი გაფრენის ღამეს იყიდა - ამის შესახებ დავით ბაგრატიონის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს და უარყოფს მოწინააღმდეგე მხარის განცხადებას, რომ ეს წინნასწარ დაგეგმილი გაქცევა იყო, გამოძიებისგან თავის დაღწევის მიზნით.
დავით ბაგრატიონი ამ დრომდე უარყოფს საგურამოში, მის სახლში ყოფილ მეუღლეზე ძალადობას. მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ წყვილი 2014 წელს, ანუ მაშინ როცა ანა ბაგტრატიონის თქმით მასზე დავითმა იძალადა, ისინი ერთად უკვე აღარ ცხოვრობდნენ და ანა საგურამოში ვერ იქნებოდა.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის თქმით კი მათ ახალი მტკიცებილებები აქვთ, რაც ადასტურებს, რომ ანაზე ყოფილი მეუღლე ძალადობდა: "ანას ნომერზე 2013 წლის შემდგომ ზარი საგურამოს დაფარვის ზონაში 700-ზე მეტჯერ არის დაფიქსირებული. ძალადობის დღეს, კერძოდ – 2014 წლის 9 მაისს, 21:35 საათზე, ანას ტელეფონი დაფიქსირებულია საგურამოს ანძის მიერ, რაც ადასტურებს, რომ იგი ძალადობის დროს საგურამოში იყო", ამბობს ადვოკატი ლევან გორელაშვილი.
დავით ბაგრატონის ინტერესების დამცველის თქმით ანა ბაგრატიონს სახლი აქვს მცხეთის რაიონში რითიც შეიძლება აიხსნას ის რომ მისი ტელეფონი საგურამოს დაფარვის ზონაში ფიქსირდება.
შსს-ში კი ისევ გრძელდება გამოძიება დავით ბაგრატიონის მიერ ანა ბაგრატიონის სავარაუუდო ცემის ფაქტზე. გამოკითხვაზე მისვლაზე უარს აცხადებს დავით ბაგრატიონი. უკვე გამოიკითხა ანა ბაგრატიონი და დავითის ადვოკატი ლევან ჩხეიძე. ანა ბაგრატიონის ადვოკატის თქმით გამოძიებამ შესაძლოა ამ საქმეზე მსახიობი შორენა ბეგაშვილიც დაკითხოს.