უნივერსიტეტი ზვიად გამსახუდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
საარქივო მასალები, ხელნაწერები, წიგნები, თარგმანები, სამეცნიერო სტატიები - ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ამსახველი ეს დოკუმენტური მასალა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიფინა.
ამ მასალის უდიდეს ნაწილს, მათ შორის, ორიგინალ დოკუმენტებს საზოგადოება პირველად იხილავს.
მათ შორისაა 1956 წელს დაპატიმრებულ „გორგასლიანის“ წევრთა საქმის მასალები, 1977 წელს ზვიად გამსახურდიას მიერ იზოლატორში დაწერილი წერილები (ხელნაწერები), ზვიად გამსახურდიას წერილები ვიქტორ ნოზაძეს (ხელნაწერები), 1970-იან წლებში გამოცემული არალეგალური დისიდენტური გამოცემები („ოქროს საწმისი“, „საქართველოს მოამბე“) და სხვა. ექსპოზიციაზე გამოიფინება მასალები, რომელიც დაცულია თსუ ბიბლიოთეკასა და მუზეუმში, შსს არქივში, პირად კოლექციებში.
ზვიად გამსახურდიას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა 12 აპრილამდე გაგრძელდება.