რუმინეთის ექსპრეზიდენტი ილიესკუ გასამართლდება "კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის" ბრალდებით
რუმინეთი ექსპრეზიდენტი, იონ ილიესკუ გასამართლდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, იმ როლისთვის, რომელიც მან შეასრულა რუმინეთში 1989 წელს მომხდარ, სისხლიან ამბოხებაში, რომლის შედეგადაც დაემხო კომუნისტი დიქტატორის, ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმი.
"ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტია რუმინეთის სამართლის სისტემისთვის, რომელიც ისტორიის საპატიო ვალს მოიხდის" - განაცხადა მთავარმა პროკურორმა, აუგუსტინ ლაზარმა ბუქარესტში 8 აპრილს. რუმინეთში ათწლეულებია მიმდინარეობს გამოძიება.
ილიესკუ სამთავრობო მინისტრი იყო, სანამ მას ადრეულ 1970-იანებში ჩაუშესკუ ჩამოაშორებდა პოსტს. ის ასპარეზზე ხელახლა გამოვიდა და სათავეში ჩაუდგა ეროვნული ხსნის ფრონტს - ჯგუფს, რომელმაც ქვეყნის კონტროლი ითავა მას შემდეგ, რაც ჩაუშესკუ და მისი ცოლი, ელენა, გაიქცნენ, ქალაქ ტიმიშოარაში დაწყებული და შემდეგ მთელს ქვეყანაში გავრცელებული ამბოხების ფონზე. მას შემდეგ, რაც ილიესკუ 22 დეკემბერს ხელისუფლებაში მოვიდა, მოკლულ იქნა 862 ადამიანი.
ილიესკუ, რომელიც ამჟამად 89 წლის არის, პრეზიდენტად პირველად 1990 წელს აირჩიეს, შემდეგ 1992 წელს. 2000-დან 2004 წლამდე მან კიდევ ერთი ვადით იმუშავა პრეზიდენტის პოსტზე. "[1989] წლის რევოლუციისას ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს" - განაცხადა პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა 8 აპრილს.