Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2019

ICC-ს მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს პროკურორის მოთხოვნა ავღანეთში გამოძიების დაწყებაზე

0
ICC-ს მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს პროკურორის მოთხოვნა ავღანეთში გამოძიების დაწყებაზე

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ 12 აპრილს ჰააგის ტრიბუნალის წინასასამართლო პალატამ ერთსულოვნად უარი განუცხადა პროკურორს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სავარაუდოდ ჩადენილი ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების გამოძიების დაწყებაზე.

მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ეტაპზე ავღანეთის საკითხზე გამოძიების დაწყება არ მოემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს. წინასასამართლო პალატა შედგება მოსამართლეებისგან: ანტუან კესია-მბე მინდუა (რომელიც პალატის გადაწყვეტილებას განსხვავებულ მოსაზრებას დაურთავს), ტომოკო აკანე და როსარიო სალვატორე აიტალა.

2017 წლის 20 ნოემბერს ჰააგის ტრიბუნალის პროკურორმა წინასასამართლო პალატისგან მოითხოვა ავტორიზაცია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დასაწყებად. პროკურორის ოფისი მოიაზრებდა დროის პერიოდს 2003 წლის 1 მაისიდან, აგრეთვე ავღანეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულებს, რომლებიც შეიძლება ჩადენილი ყოფილიყო რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე 2002 წლის 1 ივლისიდან.

წინასასამართლო პალატამ დეტალურად შეამოწმა პროკურორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ჩათვალა, რომ მოთხოვნა ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ავღანეთში ჩადენილი იყო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში არსებული დანაშაულები და პოტენციურად გამოვლინდება სასამართლოს მიერ განსასჯელი საქმეები. თუმცა, პალატა შენიშნავს, რომ 2006 წლიდან - მას შემდეგ, რაც პროკურორის ოფისმა ავღანეთზე წინასწარი მოკვლევა დაიწყო, კარგა ხანი გავიდა. გამოძიების დაწყებაზე სასამართლოს თანხმობის შემთხვევაშიც კი, პოლიტიკური სცენის ცვალებადობა ავღანეთში, პროკურორის ოფისთან თანამშრომლობის დეფიციტი წინასწარი მოკვლევის პერიოდში, რაც კიდევ უფრო გართულდება შემდგომ ეტაპზე და მეტად შეუშლის ხელს წარმატებულ გამოძიებასა და მართლმსაჯულების აღსრულებას. ამასთან, სასამართლო შენიშნავს, რომ მან უნდა განსაზღვროს ისეთი პრიორიტეტული აქტივობები, რასაც მოახმარს თავის რესურსებს და სადაც წარმატების მეტი შესაძლებლობა ექნება.

წინასასამართლო პალატა თვლის, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქმის იურისდიქციასთან და მისაღებობასთან დაკავშირებით ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, ავღანეთში არსებული გარემოებები უკიდურესად ამცირებს გამოძიებისა და მართლმსაჯულების წარმატების ალბათობას. შესაბამისად, მოსალოდნელი არ არის, რომ გამოძიებით მიღწეული იქნება ის ამოცანები, რასაც პროცესის მომხრე მსხვერპლები ასახელებენ. წინასასამართლო პალატამ დაასკვნა, რომ ამ ეტაპზე ავღანეთის საკითხზე გამოძიების ჩატარება არ მოემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს და უარი უთხრა პროკურორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.





Губернаторы России
Москва

Собянин: Общегородской школьный выпускной пройдет в Москве 28 июня





Москва

Названы популярные у россиян авиа- и ж/д направления в День России


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Днем России



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анна Нетребко

Заметно похудевшую Нетребко запечатлели в Милане: «Шикарные ножки»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Файзуллаев рассказал, что тратит порядка $5 тысяч за месяц жизни в Москве

В районе Вороново появится новый крупный стройкластер

Крупный строительный кластер возведут у поселка Спортбазы в ТиНАО


ATP

Итальянский теннисист Синнер стал лучшей ракеткой мира в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В КЧР стартовал региональный этап всероссийской военно-спортивной игры «Победа»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России