Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2019

დონალდ ტრამპი: ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს სხვა პრეზიდენტის მიმართ

0
დონალდ  ტრამპი: ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს სხვა პრეზიდენტის მიმართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის საჯარო განცხადებაში 18 აპრილს, აშშ-ის საგანგებო პროკურორის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ თქვა, რომ კარგი დღე აქვს, რომ შეთქმულება არ უწოდეს, რომ ხელის შეშლა არ ყოფილა. 

 ვაშინგტონში, ვეტერანებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე, ტრამპმა თქვა, რომ ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს სხვა პრეზიდენტის მიმართ. მან მისი მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, რომლებსაც იძიებდა საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის გუნდი, ჯგუფი სიყალბე უწოდა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ  საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის დასკვნის შემოკლებულ ვერსია 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე 18 აპრილს გამოაქვეყნა. 400 გვერდიანი ანგარიში ადრე გადაეცა გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს, რომელმაც კონგრესისთვის მიწერილ წერილში განაცხადა, რომ ვერ მიაგნეს რუსეთთან შეთქმულების ფაქტებს დონალდ ტრამპის თანაგუნდელების მხრიდან.

ვაშინგტონში აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი მართლაც ცდილობდა ჩარევას, მაგრამ საგანგებო პროკურორის რობერტ მიულერის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ მიაკვლია დასტურს, რომ შეთქმულებაში რუსეთის ხელისუფლებასთან, ან პეტერბურგის ინტერნეტ კვლევის სააგენტო ე.წ. „ტროლების ფაბრიკასთან“ ერთად მონაწილეობდა აშშ-ის რომელიმე მოქალაქე, მათ შორის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის რომელიმე წევრი.

ბარმა ამის შესახებ განაცხადა 18 აპრილს პრეს-კონფერენციაზე, რომელიც წინ უსწრებდა რობერტ მიულერის დასკვნის რედაქტირებული, შემოკლებული ვერსიის კონგრესისთვის გადაცემას და მის საჯაროდ გამოქვეყნებას.  

საგანგებო პროკურორის გადაწყვეტილებით, საკითხი, იყო თუ არა ეს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, უნდა გადაეწყვიტა გენერალურმა პროკურორმა. ბარმა და მისმა მოადგილემ, როდ როსენსტაინმა გადაწყვიტეს, რომ ტრამპის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ არსებობს და არ წაუყენეს ბრალდება პრეზიდენტს.

მიულერის ანგარიშის შემოკლებულ ვერსიაში ჩანს, რომ ტრამპი ცდილობდა რუსეთის ჩარევის გამო დაწყებულ გამოძიებაზე გავლენა მოეხდინა და მიულერი ჩამოეშორებინა, რათა მართლმსაჯულებისთვის პრეზიდენტის მხრიდან ხელის შეშლის ბრალდების შესაძლო გამოძიებისთვის ხელი შეშალა.

დოკუმენტში წერია, რომ 2017 წლის ივნისში, ტრამპმა დაავალა თეთრი სახლის ადვოკატს, დონ მეკგანს, მოქმედი გენერალური პროკურორის, ჯეფ სეშენსისთვის ეთხოვა, რომ რობერტ მიულერი უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან მას ინტერესების კონფლიქტი ჰქონდა. დასკვნა გვამცნობს, რომ ადვოკატმა უარი თქვა მოთხოვნაზე, გადაწყვიტა რა, რომ გადადგომა ერჩივნა 1974 წელს უოტერგეიტის სკანდალის მსგავს ისტორიაში გახვევას.

დასკვნაში ასევე წერია, რომ ტრამპის ყოფილმა პირადმა იურისტმა, მაიკლ კოენმა განმეორებით ილაპარაკა თეთრ სახლის ადვოკატთან, სანამ ის აშშ-ის კონგრესს ყალბ ჩვენებას მისცემდა.

მიუხედავად ამ მტკიცებულებებისა, მიულერმა თავის ანგარიშში დაწერა, რომ მან ვერ შეძლო ცალსახად დაემტკიცებინა, რომ ტრამპმა დამნაშავეობრივი ქმედება ჩაიდინა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის სახით.

დასკვნა შეიცავს მიულერის შეკითხვებზე ტრამპის მიერ გაგზავნილ პასუხებს. ტრამპის იურისტთა ჯგუფთან შეთანხმებით, მათში არ შევიდა შეკითხვები მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის შესახებ.

ტრამპის პასუხის მიხედვით, 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუს ჰაკერებისთვის მისი თხოვნა, დაეხმარონ მას, მისი მეტოქე საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის პირადი სერვერიდან წაშლილი ელექტრონული წერილების მოძებნაში, „ხუმრობა და სარკასტული იყო“.

ტრამპი მიულერს წერდა ასევე, რომ არ ახსოვდა ასეთი ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისთვის ეთქვათ რუსეთის მცდელობების შესახებ, შეეღწიათ ან გაეტეხათ დემოკრატი მეტოქეების საკომპიუტერო სისტემებში.

18 აპრის მოსკოვში, რუსეთის პრეზიდლენტის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა მიულერის დასკვნის გამოქვეყნების თაობაზე თქვა, რომ ეს ამბავი არ არის მნიშვნელოვანი. „ეს ჩვენი საქმე არაა. ეს არის არის თემა, რომელიც ან გვაინტერესებს, ან გთვაშფოთებს, თქვა პესკოვმა, კრემლს უფრო საინტერესო და მნიშველოვანი საქბმეები აქვს გასაკეთებელი“ დასძინა მან.

 

ანგარიშის შემოკლებული ვერსია მოამზადეს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა მხოლოდ მსაჯულთა ჟიურის წევრების პირადი მონაცემების დაცვის მიზნით. ამის თაობაზე ბარმა 18 აპრილს განაცხადა. გენერალური პროკურორის თქმით, ტრამპს რედაქტირებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ამის უფლებამოსილება პრეზიდენტს გააჩნდა.

ბარმა ასევე განაცხადა, რომ თეთრი სახლი სრულად თანამშრომლობდა მიულერის გამოძიებასთან, მიუხედავად ტრამპის მხრიდან კრიტიკას გამოძიების მიმართ.





Губернаторы России
Москва

Мэр Москвы договорился о создании роботизированного завода по производству грузовых автомобилей





Москва

Два человека пострадали в ДТП с автозаком в Москве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Мэр Москвы договорился о создании роботизированного завода по производству грузовых автомобилей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Metallica

Лидер Metallica Джеймс Хэтфилд рассказал, что ему снились кошмары перед туром




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки

В Крылатском будет создан современный спортивный кластер — Собянин

Сергей и Ангелина Минаевы из Брянска завоевали серебро Кубка «НИКА 2024»


Ролан Гаррос

Мирра Андреева впервые вышла в четвертьфинал турнира Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России