"მე - აფხაზეთიდან დევნილი, 16 წლის ასაკში რომ გავიარე გოლგოთა, დღეს მზად ვარ იმისთვის, რომ ჩავეხუტო ჩემს აფხაზ ძმებს, ჩემს ოს ძმებს..."
„მე გავიღვიძე ერთ მშვენიერ დილას და მითხრეს, რომ ომი დაიწყო...“, - იხსენებს რადიო თავისუფლების ეთერში სვეტლანა ჩხვიმიანი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც 16 წლისამ ოჯახთან ერთად იძულებით დატოვა მშობლიური სახლი სოფელ განახლებაში და ჭუბერის უღელტეხილის გზას დაადგა.