ირანის პრეზიდენტმა ერთიანობისკენ მოუწოდა საზოგადოებას გაუარესებული ეკონომიკური მდგომარების პირობებში
ირანის პრეზიდენტმა ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა ერთიანობისკენ, რათა დაძლეულ იქნეს ეკონომიკური სირთულეები. ირანის ეკონომიკას მზარდი ზარალი მოუტანა საფინანსო სექტორის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა.
ჰასან როჰანიმ 11 მაისს მიმართა ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფის აქტივისტებს და განაცხადა, რომ მტრების ზეწოლა უპრეცედენტოა ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში. ირნას სააგენტოს თანახმად, როჰანის თქმით, დღეს, ძნელია თქმა, რა უფრო მძიმე იყო ერაყ-ირანის ომის პერიოდის, 1980-1988 წლების ვითარება თუ დღევანდელი.
ომის დროს არ გვქონია პრობლემები ბანკებში, ნავთობის ექსპორტში, ან საერთოდ, იმპორტს-ექსპორტს მხრივ და სანქციები მხოლოდ იარაღს ეხებოდა, მაგრამ, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, გულს ნუ გაიტეხთ და მომავლის დიდი იმედი გქონდეთ, რომ ჩვენ ამ სირთულეებს თავს გავართმევთ, თუ ერთად ვიქნებით.
ირანის ეკონომიკური მდგომარეოობა გართულდა მას მერე, რაც შარშან აშშ-მა დატოვა ირანის მიერ მსოფლიოს ქვეყნებთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება და ახალი სანქციები დაუწესა ირანს. ინფლაციის და ფასების ზრდასთან ერთად საჯარო და კერძო სექტორის მშრომელებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს შრომის პირობების და ხელფასების გადახდის შეყოვნების გამო.
როჰანის მიმართ კრიტიკა გამოთქვეს ირანის მკაცრი ხაზის მომხრე პოლიტიკოსებმა და ის მიატოვა ზოგიერთმა ზომიერმა მოკავშირემ.