ალბანეთის ოპოზიციას საპროტესტო გამოსვლების გაგრძელება სურს
ალბანეთის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციამ მოუწოდა მომხრეებს საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებისკენ მაშინ, როცა დიდი ხანია გრძელდება მცდელობა, გადააყენონ მემარცხენე მთავრობა და აიძულონ ის, ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩენები.
დემოკრატიული პარტიის ლიდერების შეხვედრის შემდეგ 12 მაისს, პარტიამ გააკეთა განაცხადება, რომ ის აპირებს 13 მაისსაც გამართოს საპროტესტო გამოსვლა. ამ განცხადებას წინ უძღოდა 11 მაისის გამოსვლა, როცა ათასობით ადამიანი შეიკრიბა ტირანას ერის წამებულთა ბულვარზე, მთავრობის მთავარ შენობასთან, სანამ სხვაგან გადაინაცვლებდნენ.
დემონსტრანტები ისვროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს. პოლიციამ ცრემლმდენი აირი გამოიყენა. ზოგიერთმა დემონსტრანტმა მოახერხა გაერღვია პოლიციის ზღუდე და შეეცადა მთავრობის შენობაში შეეღწია. დემონსტრანტები შენობაში არ შევიდნენ. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, პარალმენტის შენობასთან შეტაკების შესახებ.
დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ლულზიმ ბაშამ განაცხადა, რომ პოლიციის ბარბაროსულ ქმედებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პასუხი გაეცემა 13 მაისს. ოპოზიცია თვლის, რომ 2017 წლის არჩევნები გაყალბებული იყო და მოაწყო დემონსტრაციები, კავშირი გაწყვიტა პარლამენტთან. სოციალისტური მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, ედი რამა ბრალდებებს უარყოფს. ოპოზიცია ამასთან, მთავრობას ბრალად სდებს ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირს.
საპროტესტო გამოსვლები იმართება იმ პერიოდში, როცა ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს, დაიწყებს თუ არა გაწევრიანებს შესახებ მოლაპარაკებას ალბანეთთან და მეზობელ ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ევროკავშირმა და აშშ-მა მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადეს და ოპოზიციას მოუწოდეს, დაბრუნდეს პარლამენტში, მონაწილეობა მიიღოს შემდგომ არჩენებში. რამაც და ბაშაც ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე არიან. რამა თვლის, რომ კორუფციამ შეიძლება ხელი შეუშალოს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებაში.