უხვი ნალექის გამო თბილისში სადარბაზოები და სარდაფები დაიტბორა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის რამდენიმე ათეული შეტყობინებაა დაფიქსირებული. ყველაზე ხშირად ფიქსირდება ეზოების, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებისა და სარდაფების დატბორვის შემთხვევები. უხვმა ნალექმა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი დაზიანება სანზონისა და გლდანის რაიონის მცხოვრებლებს მიაყენა.