12 მაისს ლიტვაში ახალ პრეზიდენტს ირჩევენ
ნატოს და ევროკავშირის წევრ პოსტ საბჭოთა სახელმწიფო ლიტვაში 12 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები მოეწყო.
კენჭისყრაში ჩართული იყო ცხრა კანდიდატი, რომელთაგან ერთმა უნდა შეცვალოს დალია გრმიბაუსკაიტე, რომელმაც თანამდებობა უნდა დატოვოს ორი ხუთწლიანი ვადის შემდეგ. თუ არც ერთმა კანდიდატმა არ მოიპოვა ხმების 50 პროცენტზე მეტი, მეორე ტური 26 მაისს გაიმართება. ამავე დღეს ეწყობა ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნები.
გამოკითხვებით, ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტები არიან კონსერვატორი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ინგრიდა სიმონიტე და ცენტრისტულ მემარცხენე პრემიერ-მინისტრი, საუდლიუს სკვერნელისი, ასევე ყოფილი საბანკო ეკონომისტი, გიტანას ნაუსედა, მემარჯვენე ცენტრისტი. საპრეზიდენტო არჩევნების ფონია ეკონომიკური უთანასწორობით და კორუფციით ამომრჩეველთა უკმაყოფილება.