აშშ: ბაშარ ალ-ასადის ჯარებმა კვლავ გამოიყენეს ქიმიური იარაღი
აშშ-მა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებს ბრალი დასდო, რომ მან კვლავ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა.
ვაშინგტონის მონაცემებით, სამთავრობო ძალებმა 19 მაისს საჰაერო იერიშები მიიტანეს იდლიბის პროვინციაზე. აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ყველა არსებული მონაცემით, სავარაუდოდ გამოყენებულ იქნა ბომბები, რომლებიც ქლორით იყო აღჭურვილი. თუკი ეს ცნობა დადასტურდება, ვაშინგტონი „სწრაფად და ადეკვატურად გასცემს ამას პასუხს“.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, დარტყმები განხორციელდა, სხვათა შორის, საავადმყოფოებსა და სკოლებზე, ლტოლვილთა ბანაკები და სხვა სამოქალაქო ობიექტები. იდლიბის მოსახლეობაზე ბაშარ ასადის იერიშები უხეშად არღვევს იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ადრე მიღწეულ შეთანხმებებს, განაცხადა ვაშინგტონმა.