Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2019

ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი“ წიგნის მოყვარულებს თავს რაჭაში მოუყრის

0
ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი“ წიგნის მოყვარულებს თავს რაჭაში მოუყრის

„მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც კონკურს „მწიგნობარში“ პირველად მივიღე მონაწილეობა. ველოდებოდი, კულტურის სახლის დარბაზში, როდის ამოიკითხავდნენ ჩემს სახელსა და გვარს გამარჯვებულთა შორის. პირველად არ გამიმართლა, დავმარცხდი, მაგრამ ეს იყო სტიმული მომავალში  დამემტკიცებინა, რომ გამარჯვება შემეძლო“, - გვიყვება 17 წლის კესო შიშინაშვილი.

კესომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლა წელს დაამთავრა. ლიტერატურულ კონკურს „მწიგნობარში“ მონაწილეობას ახლაც განსაკუთრებული ემოციით იხსენებს და ამბობს, რომ ამ კონკურსმა საკუთარი თავის რწმენა შემატა.

„ყველას გვაქვს მომენტი, როდესაც გვიჭირს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და ვცდილობთ საზოგადოებაში საკუთარი თავის დამკვიდრებას. მეც მქონდა ასეთი პერიოდი და ზუსტად ამ დროს, სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე ინფორმაცია „მწიგნობარის“ შესახებ. გადავწყვიტე, აუცილებლად გამომეცადა საკუთარი თავი“, - უთხრა კესო შიშინაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ოქტომბერში, იმ სამი დღის განმავლობაში, როდესაც რაჭაში, ამბროლაურში, ეს ლიტერატურული კონკურსი ტარდება ხოლმე, კესოს თქმით, ქალაქის ქუჩები ახალგაზრდებით ივსება, რაც იქაურობისთვის დიდი იშვიათობაა.

„ქალაქი ცოცხლდება. კონკურსანტები კი მაქსიმალურად ვუახლოვდებით ხოლმე ერთმანეთს და საკუთარ შეხედულებებსა და შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ. საკონკურსო ტესტს რომ დაასრულებ, მაშინ იწყება ყველაზე დიდი "სტრესი“ - ნეტა როგორ დავწერე, ნეტა გავიმარჯვებ თუ არა... ასეთი ამბები ძალიან გვჭირდება“, - ამბობს კესო.

საკონკურსო ნაწარმოებების კითხვისთვის მოსწავლეებს გარკვეული დრო ეძლევათ - ამ დროს ისინი ერთმანეთს ბიბლიოთეკაში ხვდებიან.

„ასე ცოტათი მაინც ვცვლით ძველი თაობის შეხედულებებს, რომ 21-ე საუკუნის ახალგაზრდებს სოციალური ქსელის გარდა, თითქოს, არაფერი გვაინტერესებს. დიახ, ჩვენ დავდივართ ბიბლიოთეკაში!“, - გვეუბნება კესო.

ლიტერატურული კონკურსის ფარგლებში, 2017-2018 წლებში, კესო შიშინაშვილმა ორჯერ მოიპოვა გამარჯვებულის ტიტული ნომინაციაში „პოეზია უპირველეს ყოვლისა“. მიუხედავად იმისა, რომ წინ ეროვნული გამოცდები აქვს და დიდი სამუშაო ელოდება, წელს სტუდენტის რანგშიც აპირებს კონკურსში მონაწილეობას.

ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი“ საუკეთესო მკითხველის გამოსავლენად წელს რაჭაში მცხოვრებ მოსწავლეებსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს გააერთიანებს.

კონკურსის მონაწილეებს 29 მწერლის 61 ნაწარმოების წაკითხვა მოუწევთ.

„წელს პირველად გავდივართ ამბროლაურის ფარგლებს გარეთ. გადავწყვიტეთ „საპილოტე გაფრენა“ „ვეფხისტყაოსნის“ ნომინაციით განგვეხორციელებინა. მთელი საქართველოდან ვეპატიჟებით სტუდენტებს. პირველად გვაქვს ნომინაცია  დრამატურგიაშიც“, - ამბობს კონკურსის დამფუძნებელი, პოეტი გურამ გორდეზიანი.

გურამ გორდეზიანის თქმით, კონკურსი რაჭის გამოცოცხლებასა და საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს.

„ამბროლაურის მასშტაბით 220-ზე მეტმა მოსწავლემ უკვე გამოხატა კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი. მონაწილეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. ბავშვებს ბიბლიოთეკიდან გამოაქვთ წიგნები, საკონკურსო პროცესში ერთვებიან მშობლები და პედაგოგები. კონკურსანტებს ვეხმარებით ისეთი ლიტერატურის მოძიებაში, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკებში არ მოიპოვება. აქტიური და ბრუნვადი პროცესია“, - ამბობს პოეტი გურამ გორდეზიანი.

ლიტერატურულ კონკურსს 25-27 ოქტომბერს, ამბროლაური უმასპინძლებს. საუკეთესი მკითხველი ეროვნული ბიბლიოთეკის სპეციალისტების მიერ შედგენილი ტესტების საფუძველზე, 11 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდება.

ნომინაციებს შორისაა: ისტორიული რომანი, თანამედროვე მწერლობა, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები, საბავშვო მწერლობა, თავისუფალი თემა და ა.შ. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ რაჭაში სპეციალურად მიწვეული ცნობილი მწერლები და პოეტები.

ლიტერატურულ კონკურსს „მწიგნობარი 2019“ ამბროლაურის მოსწავლე–ახალგაზრდობის ცენტრი ახორციელებს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, ამბროლაურის კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკასთან  და ამბროლაურის რესურსცენტრთან ერთად.

„მწიგნობარში“ მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა კონკურსის დაწყებამდე შეუძლიათ.





Губернаторы России
Москва

Собянин заявил о росте инвестиций в Москву из-за импортозамещения





Москва

Два человека пострадали в ДТП с автозаком в Москве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин заявил о росте инвестиций в Москву из-за импортозамещения



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

Волочкова про дочь: «В семье Вдовина она не может быть любимым ребенком. Там сложные отношения»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»

В Крылатском будет создан современный спортивный кластер — Собянин

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки


Ролан Гаррос

Семнадцатилетняя Андреева впервые сыграет в полуфинале турнира Большого шлема



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России