თბილისის მერი საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, ჩრდილოეთ საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის (პარიზის რეგიონის) ვიცე-პრეზიდენტს, ჟერომ შარტიეს შეხვდა. თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქალაქო ტრანსპორტისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. თბილისის მერმა ვიცე-პრეზიდენტს ამ მიმართულებით თბილისში არსებული გამოწვევები, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. […]
The post თბილისის მერი საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა appeared first on მარშალპრესი.