ავღანეთში წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი
ავღანეთის რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ შეიწირა, სულ ცოტა, 24 ადამიანის სიცოცხლე, დაშავდა 11 კაცი. ოფიციალური პირების ცნობით, ასეთა ბოლო ორ დღე-ღამეში აღრიცხული მსხვერპლი.
წყალდიდობამ დააზარალ ავღანეთის ექვსი პროვინცია სულ 34-დან.
ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს წყალდიდობება სხვადასხვა პროვინციაში შეიწირა 150-მდე ადამიანის სიცოცხლე.