აშშ-ის თავდაცვის მინისტრი საქართველოშია
საქართველოს ეწვია აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ოსტინმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ აშშ საქართველოსთვის მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლაში დახმარების ერთგულია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლოიდ ოსტინს დახვდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ლოიდ ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს... Читать дальше...