Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2019

რუსეთის სახელმწიფო მედია გერმანიაში - ოფიციალურად უღიარებელი საფრთხე

0
რუსეთის სახელმწიფო მედია გერმანიაში - ოფიციალურად უღიარებელი საფრთხე

სუზანე შპანი გერმანელი პოლიტოლოგი, ისტორიკოსი და ჟურნალისტია. ის იკვლევს რუსეთის სახელმწიფო მედიის ქსელს გერმანიაში და მის ზეგავლენას გერმანიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. ის წუხს, რომ გერმანიის მთავრობა ჯერაც ვერ ახერხებს სახელი დაარქვას რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მოქმედებას გერმანიაში და შეაფასოს ისინი, როგორც საფრთხე. სუზანე შპანი უკვე 5 წელია აკვირდება და აანალიზებს კრემლის მიერ დაფინანსებული გერმანულენოვანი მედიასაშუალებების მუშაობას.

თავის გამოცდილებას ის რადიო თავისუფლებას უზიარებს:

საქართველოში ბევრი შეიძლება ფიქრობდეს და ჩემი აზრით, ეს ცოტათი არასწორია, რომ რუსეთის საკითხი ყველაზე მწვავე გამოწვევაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, კონკრეტულად საქართველოში. მართალია ეს? რამდენად სერიოზული გამოწვევაა რუსეთის ზეგავლენა ევროპაში, გერმანიაში?

მე ფოკუსირებული ვარ რუსეთის მედიაზე გერმანიაში. უკვე 5 წელია ამ საკითხს ვსწავლობ. ძირითადად ვიკვლევ გერმანულენოვან პროგრამებს: RT-Deutsch-ს და „სპუტნიკს“. უპირველეს ყოვლისა, ვაანალიზებ მეთოდებს, რომლებსაც იყენებენ და მეორე მხრივ, საინტერესოა, რომ რუსეთის მედია გერმანიაში ცდილობს არა მხოლოდ განსაკუთრებულ საკითხებზე (როგორებიცაა უკრაინა, სირია და ა.შ.) უბრალოდ დისკურსის დომინირებას, არამედ ისინი აქტიურად ცდილობენ ჩაერიონ საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. მე შემიძლია ამის ჩვენება. სხვადასხვა მაგალითი მაქვს შესწავლილი, მაგალითად, ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც მიმდინარე წლის მაისში ჩატარდა და აგრეთვე გერმანიის 2017 წლის ფედერალური არჩევნები. ჩემი ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთი ერთი მხრივ ცდილობს ჩვენი მთავრობის დისკრედიტაციას, უპირველეს ყოვლისა - კანცლერ მერკელის დისკრედიტაციას. რაც შეეხება ევროპარლამენტის არჩევნებს, ისინი ცდილობდნენ გაევრცელებინათ ნარატივები ევროკავშირზე - როგორც ბიუროკრატიულ მონსტრზე, რომელიც სრულიად არაეფექტიანია. ცდილობდნენ გაევრცელებინათ ჭორები, რომ ის მალე დაიშლება და რომ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებდათ ევროკავშირი, არ მიდიოდნენ არჩევნებზე, ეს არ იყო საინტერესო მათთვის. ერთი მხრივ, იყო ეს სრულიად ნეგატიური გაშუქება. აგრეთვე მთავარი საკითხია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ დამოკიდებულება: თუკი ის დადებითია, დადებითად აისახება და თუ უარყოფითია, უარყოფითად შუქდება და იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „რუსოფობიული“ ანდა „ცივი ომის დამქაშები“. ასე რომ, ერთი მხრივ არის ასეთი ნეგატიური გაშუქება, მეორე მხრივ კი საინტერესოა იმაზე დაკვირვება, რომ რუსეთის მედია მკაფიოდ უჭერს მხარს მემარჯვენე და მემარცხენე პარტიებს გერმანიაში და მთლიანად ევროპაში. ჩვენ ეს ანალიზი გავაკეთეთ გერმანიის 2017 წლის ფედერალურ არჩევნებზე მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. მოვამზადეთ გრაფიკები, რომლებიც ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის მედია მხარს უჭერს მემარჯვენე პარტიას AFD და მემარცხენე პარტიას Die Linke. შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ისინი ცდილობდნენ ჩვენს არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას AFD-ს პროპაგანდის გაძლიერებით. ამის მიზეზი, რასაკვირველია, არის ის, რომ AFD-ს დღის წესრიგი ძალიან ახლოს არის რუსულ ნარატივებთან. უპირველესად, ისინი მხარს უჭერენ პრორუსულ ნარატივებს, მაგალითად, ყირიმის ანექსიაზე და მათ აგრეთვე აქვთ ეს ანტიმიგრანტული დღის წესრიგი. შეამჩნევთ ამგვარი კონტენტის სიჭარბეს და ამიტომ უჭერენ მაგალითად AFD-ს მხარს.

ერთი საკითხია რის გაკეთებას და როგორ ცდილობს რუსეთი. მეორე საკითხია როგორ მუშაობს ეს? ეფექტიანია, თუ არა მისი მოქმედება გერმანიაში, გერმანულ საზოგადოებაში? არის, თუ არა ეს გაზომვადი?

რთულია ზეგავლენის გაზომვა.

მესმის, ბოდიში ასეთი კითხვის დასმისთვის.

მე შევეცადე მომხმარებლების შესახებ სტატისტიკა მომეძიებინა, რომელიც აჩვენებს, რომ RT Deutsch-სა და „სპუტნიკს“ ჰყავთ 245 ათასი მომხმარებელი დღეში. რაც შეეხება ფეისბუკის მიმდევრებს, ნახავთ, რომ „სპუტნიკს“ ჰყავს დაახლოებით 200 ათასი მიმდევარი, RT Deutsch-ს კი 410 ათასი მიმდევარი. RT Deutsch-ს გერმანულენოვანი პროგრამა საკმაოდ დინამიურად ვითარდება. ბოლოდროიდელი განვითარება გასული წლის არის სოციალური მედიის სექტორში. RT-ს შვილობილმა ვიდეოკომპანიამ Ruptly TV-მ დააარსა ორი კომპანია - Red Fish და Mafic Media და ისინი ამუშავებენ სოციალურ მედია-არხს In the Now, Backthen და Waste-Ed. მათი მიზანია მიწვდნენ ახალგაზრდა აუდიტორიას გერმანიაში. მაგალითად In the Now-ში ისინი აჩვენებენ სკანდალურ ვიდეოებს, გასართობ პროდუქციას. სტრატეგია ასეთია - შემთხვევით აჩვენონ პოლიტიკური გზავნილი. იქ 90% არის გასართობი პროდუქცია და 10% პოლიტიკური გზავნილები. ისინი იგივეა, რაც RT Deutsch-სა და Sputnik-ზე. ეს ძალიან ჭკვიანური მიდგომაა, რადგან პირველ ყოვლისა, არავინ იცის, რომ ეს არის რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები, რადგან ეს არ არის მითითებული და გასართობი გადაცემების ჩვენება არის ძალიან მომგებიანი. მაგალითად, არხს In the Now აქვთ 3.8 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ეს ძალიან კარგი დონეა.

არ არის ურიგო - ვგულისხმობ, რუსეთის კვალობაზე.

დიახ და განსაკუთრებით, თუ შევადარებთ ჩვენს გერმანულ ტრადიციულ მედიას. განსაკუთრებით In the Now-ს წარმატებაა შთამბეჭდავი.

როგორ ფიქრობთ, რა იმუშავებდა ეფექტიანად ამ ყველაფრის წინააღმდეგ? შეიძლება უბრალოდ აკრძალოთ რუსეთის მიერ დაფინანსებული არხები.

ეს ასევე რთული საკითხია, რომელზეც მსჯელობენ ახლა გერმანიაში - როგორ ვუპასუხოთ ამ საფრთხეს? ჩვენ ამ არხებს არ ავკრძალავთ, რადგან, რა თქმა უნდა, გვაქვს პრესისა და გამოხატვის თავისუფლება. ასე რომ, მათ შეუძლიათ იმუშაონ გერმანიაში, როგორც სურთ, თუკი არ ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას, მაგრამ, რა თქმა უნდა, საზოგადოება და არასამთავრობოები მსჯელობენ როგორ უპასუხონ ამ საფრთხეს. სამწუხაროდ, ამაზე არ არის კონსენსუსი. რაც შეეხება ჩვენს მთავრობას, მათთვის ჯერაც პრობლემაა  ოფიციალურად აღიარონ ეს საფრთხე. ჩემი აზრით, ისინი არჩევენ გაჩუმებას, რადგან იცით, ჩვენ გვაქვს დიდი კოალიცია, რომელშიც გაერთიანებული არიან ქრისტიან-დემოკრატიული და სოციალ-დემოკრატიული პარტიები და განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატიული პარტია კვლავაც ატარებს დათბობის (détente) პოლიტიკას რუსეთის მიმართ და მათ ურჩევნიათ შეინარჩუნონ დიალოგი რუსეთთან. მაგალითად, ევროპარლამენტის არჩევნების წინ სოციალ-დემოკრატების მთავარმა კანდიდატმა ქალბატონმა ბარლიმ RT Deutsch-ს ექსკლუზიური ინტერვიუც კი მისცა. ეს არის გზავნილი, რომ ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ დიალოგი, გვსურს გავაუმჯობესოთ რუსეთთან ურთიერთობა. როცა ღიად არ აღიარებ საფრთხეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია,  უპასუხო მას. სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს არანაირი სტრატეგია ამ საფრთხის წინააღმდეგ.

როგორ ფიქრობთ, ეს დამაზიანებელია დღეს, მყისიერად?

რა თქმა უნდა, რადგან გერმანიას რაც შეეხება, ამას მე თვითონ ვსწავლობ და შემიძლია განახოთ გრაფიკებით - როგორ ცდილობს რუსეთი ზეგავლენის მოხდენას ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, იქ ამ საკითხს სხვა ინსტიტუტები იკვლევენ და რა თქმა უნდა, არის მტკიცებულება, რომ რუსეთი აგრეთვე შეეცადა ზეგავლენა მოეხდინა საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებზე, ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმზე და რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა მთელს ევროპაში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საფრთხეს გაეცეს პასუხი. ევროკავშირს ჰქონდა რეაქცია - მათ წამოიწყეს პროგრამა ბრიუსელში ამ ინფორმაციის გამოსააშკარავებლად, თუმცა ამას მცირე მასშტაბი აქვს და ძირითადად ექსპერტებისთვის არის, წასაკითხად.

სამწუხაროდ, ასეა. ბრძანეთ, რომ ამ კონკრეტულ გამოკვლევაზე დახარჯეთ უკვე 5 წელი. რა გაიძულებთ გაგრძელებას? რა გაფიქრებინებთ, რომ ეს მნიშვნელოვანია და ხარჯავთ თქვენს დროსა და ენერგიას ამაზე?

დასაწყისში ჩვენ მხოლოდ გვაინტერესებდა როგორ ზეგავლენას ახდენდა გერმანიაში საჯარო დისკუსიაზე ზოგიერთი ნარატივი უკრაინის შესახებ. იყო სტერეოტიპები, როგორიცაა - უკრაინა არ არის ნამდვილი სახელმწიფო, უკრაინის სათავეში ფაშისტები მოვიდნენ და ა.შ.. ჩვენ გვაინტერესებდა როგორ და საიდან მოდიოდა ეს სტერეოტიპები. გერმანიის ერთმა ცნობილმა პოლიტიკურმა ფონდმა შემიკვეთა გამოკვლევა ამ საკითხზე. დასაწყისში გავაანალიზე რუსეთის მედიის ქსელი გერმანიაში. ისინი არ მოქმედებენ მარტოები - ჰყავთ კოროპორატიული პარტნიორები. რა თქმა უნდა, გავაანალიზე ყველა ეს ნარატივი უკრაინაზე და როგორ ვრცელდება ისინი გერმანიაში. ასეთი იყო დასაწყისი. ვფიქრობ საკითხი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან, ხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს საინფორმაციო ომს. ეს ტერმინი მე არ მომიგონებია. ეს წერია რუსეთის კონცეფციაში. მე წავიკითხე რუსული კონცენფციები. მაგალითად, სამხედრო თეორეტიკოსმა ანატოლი სტრელცოვმა განავითარა ეს კონცეფცია - როგორ უნდა აწარმოო საინფორმაციო ომი: ის მოიცავს საინფორმაციო დონეს - მასმედიამ უნდა მოახდინოს ზეგავლენა სხვა ქვეყნებში; მოიცავს აგრეთვე ტექნიკურ დონეს - აღნიშნულია კიბერთავდასხმების შესახებაც. ვფიქრობ, ეს საკითხი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან როცა უყურებ მოვლენათა განვითარებას ევროპაში - გვქონდა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები, რეფერენდუმი ბრექსიტზე, რეფერeნდუმი კატალონიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი გერმანული არჩევნები, იყო სკრიპალების საქმე. სულ ახალ-ახალი პროცესები ვითარდება და ვფიქრობ, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეს საკითხი, რომელსაც უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ან შესაძლებელი იქნება ევროპის ქვეყნებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა, მათმა მთავრობებმა გააერთიანონ ძალისხმევა ამ საინფორმაციო ომის წინააღმდეგ?

ვფიქრობ, ეს საკმაოდ რთულია, რადგან როგორც გამოვიკვლიე ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით, რუსეთის მედია მხარს უჭერს მემარჯვენე და მემარცხენე პარტიებს და ეს არ არის მხოლოდ მედიის დონეზე, არამედ პოლიტიკური ურთიერთობების დონეზე. კარგად არის ცნობილი, რომ რუსეთის ხელისუფლებას კარგი ურთიერთობები აქვს მემარჯვენე-პოპულისტურ მთავრობებთან ევროპაში - როგორიც არის უნგრეთი და ბატონი ორბანი; იტალიაში ბატონი სალვინი არის ცნობილი, როგორც პუტინის ლიდერობის მომხრე. ვფიქრობ, საკმაოდ რთულია გაერთიანება, რადგან არ არის საერთო პოზიცია ამ საკითხზე. შორს ვართ ერთიანობისგან. ვთვლი, რომ ჩვენმა მთავრობამ უნდა აღიაროს საფრთხე საკმარისად ნათლად და გულწრფელად. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ღიად განაცხადა, რომ RT და „სპუტნიკი“ პროპაგანდის იარაღებია, რითაც რუსეთი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს საფრანგეთის პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ის კარგად მოიქცა და ჩვენმა მთავრობამაც იგივე უნდა გააკეთოს.

სურათი, რომელსაც თქვენ ხატავთ, მე და, ვფიქრობ, ბევრ ადამიანს, ვინც ამ ინტერვიუს ნახავს, ოპტიმიზმს არ უნერგავს, მაგრამ მაინც - სად არის იმედი? პირადად თქვენ, რისი იმედი გაქვთ?

პირადად ჩემი იმედი ემყარება...

მუშაობის გაგრძელებას?

მუშაობის გაგრძელებას, ამ ინფორმაციის ქმედითად გამოყენებას და ვფიქრობ, უნდა გავაუმჯობესოთ მედიაწიგნიერება და პოლიტიკურ განათლება გერმანიაში. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რადგან ისინი ძალიან აქტიურები არიან სოციალურ მედიაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი მედიაწიგნიერების გაუმჯობესება. ამის გაკეთება შეიძლება სკოლებში, ან პროექტების სახით. ვფიქრობ, ეს პრობლემაა, რადგან ახალგაზრდები კითხულობენ ვებსაიტებს და ხშირად იჯერებენ, რასაც კითხულობენ და ძალიან მნიშვნელოვანია მივცეთ მათ ცოდნა, როგორ ამოიცნონ მანიპულაციები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან და სხვებთან მიმართებითაც გერმანიაში.





Губернаторы России
Москва

Собянин: Более пяти тысяч семей в СВАО получили новые квартиры по реновации





Москва

Metatokens: инновационная платформа для дохода в экосистеме TON и ETH


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Более пяти тысяч семей в СВАО получили новые квартиры по реновации



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Ирина Аллегрова

Ирина Аллегрова назвала себя Родина-Мать в День России




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Массовыми патриотическими акциями отметили День России на заводах АО "Желдорреммаш"

Площадь пожара в здании у метро «Динамо» в Москве составляет 400 квадратов

В Москве тушат пожар в здании у метро «Динамо»


Уимблдон

Соболенко и Димитров вместе потренировались на «Уимблдоне»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

LG HVAC ACADEMY: ГОТОВИМ ПРОФЕССИОНАЛОВ ДЛЯ РАСТУЩЕЙ ОТРАСЛИ



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России