რუსეთში სახელმწიფო ღალატისათვის დაკავებული მოხელე პუტინის სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანაშემწე აღმოჩდა
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის აგენტების მიერ სახელმწიფო ღალატისათვის დაკავებული ალექსანდრ ვორობიოვი ურალის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანაშემწე აღმოჩნდა.
რუსი მოხელე 4 ივლისს დააკავეს, საქმის დეტალები უცნობია.
39 წლის მოხელის დაპატიმრების შუამდგომლობა სასამართლომ დახურულ რეჟიმში განიხილა, სადაც ვორობიოვი კამუფლირებული ნიღბით შეიყვანეს.
ურალის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ნიკოლაი ცუკანოვია. ვორბიოვს კი რეგიონის მთავრობაში წამყვანი თანამდებობა ეკავა.
რუსული დამოუკიდებელი გამოცემები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დაკავების დროს ვორობიოვს აღმოაჩნდა პოლონეთის მოქალაქის პასპორტი და ჩამწერი მოწყობილობა.