დავით ჭიჭინაძე: ამბოხი დასაცინი საქმე არ უნდა გახდეს
„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს დავით ჭიჭინაძეს სასაცილოდ მიაჩნია მმართველი გუნდის არგუმენტები, რომ ოპოზიცია რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობდა.
დეპუტატი მოუწოდებს მმართველ გუნდს, ნუ გადაიქცევა პროვოკატორად, რადგან მისი სიტყვებით, „ამ ქვეყანაში ვიღაცამ მართლა რომ გადაწყვიტოს ეგეთი რამ, არავინ აღარავის არაფერს დაუჯერებს“:
„არ მგონია, რომ ასეთი სცენარების დაწერა „ქართულ ოცნებას“ სიკეთეს მოუტანს. ყველაფრის პაროდირება არ შეიძლება. ამბოხი არ შეიძლება გახადო დასაცინი საქმე. ამბოხის ხალხს უნდა სჯეროდეს და როცა ასეთ ვერსიებს ავრცელებს ვფიქრობ დასაცინს გახდი“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.