Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2019

აქციების საორგანიზაციო ჯგუფი ხელისუფლებას: შეწყვიტეთ რეპრესიები

0
აქციების საორგანიზაციო ჯგუფი ხელისუფლებას: შეწყვიტეთ რეპრესიები

რუსთაველზე მიმდინარე აქციების საორგანიზაციო ჯგუფი ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართავს და მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მართლმსაჯულების რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება.

აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს, 38 დაშავებულ ჟურნალისტს და ასობით დაშავებულ მოქალაქეს და წერილს ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით იწყებენ:

„იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალ-მდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ. რაკი ერთისათვის ერთი კანონია და მეორესათვის მეორე, კანონი ჰკარგავს თვის უდიდეს მნიშვნელობას საყოველთაო მფარველობისას და შემწეობისას, რადგანაც თვის მადლს და თვის მსჯავრს ერთნაირად ვერ მოჰფენს ყველასა, ვინც კი მისკენ მიიმართება გაჭირების დროს“.

და რადგან, აქციის ორგანიზატორების თქმით,  სამართალი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამართლის და მართლმსაჯულების მის კრიტიკოსთა წინააღმდეგ შერჩევითად, რეპრესიულ ინსტრუმენტად გამოყენება და შეეგუოს, რომ განსხვავებული აზრი, კრიტიკა, თუნდაც მწვავე, ხშირად მისთვის აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელიც კი, დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ როდესაც მომხდარზე პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირს, შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობა არ დაუტოვებია, ხელისუფლებას არა აქვს  მორალური უფლება ისაუბროს სხვების პასუხისმგებლობაზე.

„ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში კონსტიტუციები არა მინისტრების და შენობების, არამედ ადამიანების დასაცავადაა შექმნილი. ამიტომ, თუ ამ ქვეყანაში რამე საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს, ეს სწორედ ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე გამოცხადებული ნადირობის სეზონია“ - წერია განცხადებაში.

ტექსტის ავტორები წერენ, რომ გავრილოვი სიმბოლოდ იქცა შეფუთული პრორუსული პოლიტიკისა, რამაც გამოიყვანა მოქალაქეები ქუჩაში. რომ სახელმწიფომ პასუხისგებაში მიცემული ყველა პირის მიმართ გარანტირებულად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო  სასამართლოები არ უნდა მოქმედებდნენ კონვეიერულად, საბჭოთა სასამართლოს ტრადიციათა დაცვითა და პატივისცემით, როგორც ეს ხდებოდა 21 ივნისს, დაკავებულთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმების განხილვისას.

„ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს, 38 დაზიანებულ ჟურნალისტს, ასობით დაშავებულ მოქალაქეს, რომელთა ნაწილს მთელი ცხოვრება დაღად დარჩებათ ქართული პოლიციის იარაღებიდან ნასროლი ტყვიების კვალი და გიორგი გახარიას გადაყენებით შეეცადოს ნაწილობრივ მაინც ჩამოირეცხოს ის ლაქა, რომელიც „გავრილოვის ღამის“ სახელით დარჩება საქართველოს ისტორიაში!“, - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე უკვე მეთექვსმეტე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.





Губернаторы России
Москва

Собянин поздравил победителей городского конкурса в сфере культуры и искусства





Москва

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Брановицкий

Дистрибьюция Музыки. Цифровая дистрибьюция музыка. Дистрибьюция музыки под ключ.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»


Даниил Медведев

Медведев с трудом вышел в четвертый круг "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Киев

Зеленский: после «заморозки» конфликт опять вспыхнет



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России