Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2019

Georgian Dark - თინა ცხადაძის მცველი ქალები

0
Georgian Dark - თინა ცხადაძის მცველი ქალები

თინა ცხადაძე ფერმწერია.

მაგრამ როდესაც ფერებთან მოთამაშე მხატვრის ცხოვრებაში უცებ შავ-თეთრის დრო დგება - რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. ასე იყო თინასთანაც.

არ დავარქვათ კონკრეტული სახელი ამ პერიოდს - იყოს, უბრალოდ, რთული დღეები, როდესაც Georgian Dark-ის სერია დაიბადა - თითქოს წარსულიდან მოსული, მაგრამ თან ძალიან თანამედროვე და ძლიერი, შავკაბიანი და თეთრჩიხტიკობიანი ქალების სერია.

​ქალები,  რომლებიც მოულოდნელ სცენებში ჩნდებიან - ცხენზე ამხედრებულები პოლოს ჯოხებით დაჰქრიან, ბოჰემურად მიწოლილები აბოლებენ, დაძაბული მზერით ჭადრაკის დაფას დასცქერიან - შემდეგი სვლის გასათვლელად, მწევრებითა და შევარდნებით ნადირობენ, დაშნები მოუმართავთ და თუ კარგად დააკვირდები, საქართველოს დათოვლილ მთებს ჰგვანან. ან... სვანურ კოშკებს.

მაგრამ ეს თინამ მითხრა და მერე შევნიშნე.

იმ რთულ დღეებში, რომლებიც, შეიძლება, მხატვრისთვის რაღაც თვალსაზრისით, საეტაპოც კი შეიძლება აღმოჩნდეს ხოლმე, თინა ცხადაძემ ბევრი იმოგზაურა - თინა ცხადაძეში. და ამ შინაგანმა თავგადასავალმა ამოატივტივა პირველი Georgian Dark-ის ბუნდოვანი იმიჯი.

ეს იყო პირველი ქალი, შავ-თეთრი, პერგამენტზე დახატული. არავითარი ნახევარტონები!

აი, ეს:

​და მას უკვე ერქვა სახელი - Georgian Dark.

არც ბნელი, არც თალხი და არაფერი მსგავსი, რაც ზედმეტი დრამატიზმისკენ წაგიყვანთ. ეს „ქართული მუქი“ იყო  - ქართულად.

და როდესაც პირველი „დარქი“ პირველად გამოიფინა ერთ გამოფენაზე და ძალიან მოიწონეს, თინა ცხადაძემ უკვე იცოდა, რომ სერია დაიბადა - ჩრდილოვან მხარეს მოარული ქალების სერია, რომლებიც რთული გზებით სინათლისკენ მიდიან.

თავიდან უბრალოდ გარკვეული მოცემულობებით თამაშობდა - ამ ქალებში რაღაც დოზით მედეაც იყო, ჯადოქრობაც, აროგანტულობაც, არისტოკრატიზმიც, პირქუშობა, სიმკაცრე, ფოლკლორი, დედაკაცობა, მასკულინური ფუნქციების შეთავსება... ამით თინა ცხადაძე თითქოს ეცადა, ამ ქალებში თითქოს მოულოდნელი, სინამდვილეში კი, ძალიან ბუნებრივი რაღაცები გაეერთიანებინა.

​ვითომ რატომ არ შეიძლება ითამაშონ სამეფო პოლო ქართველმა ქალებმა?

„მე ვთამაშობ იმით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც ახლაც შეიძლება იყოს ან შეიძლება არის კიდეც. სულ ვფიქრობ, აბა, რას იზამენ შემდეგზე ან რას არ იზამენ ეს ქალები?  Georgian Dark-ი ნახევარკითხვებიანი სერიაა“.

თინამ ზუსტად იცოდა - ამ ქალებს უნდა ჰქონოდა რაღაც განსაკუთრებული გარინდებულობა. სამოსიც ასეთი უნდა სცმოდათ. მკაცრი და დახვეწილი. ჩიხტიკობიც ყველგან უნდა ხურებოდათ - ესეც ერთგვარი კეთილი ირონია იყო - დაცინვით ამ მაგარ გოგოებს, ძალიანაც რომ მოინდომო, ვერაფრით დასცინებ.

„ეს აბსტრაქტული  ისტორიები არის მიზეზი, ქალების ხასიათების საჩვენებლად.  ეს  პროექტი, მთლიანობაში ერთი დიდი  პროტესტია, მაგრამ  ჭკვიანური,  არასკანდალური პროტესტი.  აქ  არის შეგუბებული, შეკავებული ენერგიები, რომელიც შესაძლებელია გადაიქცეს  სტიქიად. მაგრამ ქალების  დიდბუნოვანების და ძლიერი შინაგანი ნების  გამოა, რომ ეს ენერგიები მიმართულია მზისკენ და არა მზის წინააღმდეგ.  ადამიანისკენ და არა ადამიანის წინააღმდეგ. ისინი ამ მაგიას  მიმართავენ დაცვისკენ, ზრუნვისკენ, განვითარებისკენ, სიყვარულისკენ“, - გვეუბნება თინა ცხადაძე. 

"დარქებს" ძირითადად ქალები ყიდულობენ. და როგორც თინა ამბობს, ისინი ძალიან ჰგვანან სერიის გმირებს.





Губернаторы России
Москва

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей





Москва

По делу «Крокуса» проходят 20 обвиняемых, 18 под арестом, двое под подпиской


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Пианист

Пианист Сафронов признался, что похудел на 76 килограммов из-за давления отца




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»


Анастасия Потапова

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России