ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
20 ივნისის ღამით აქციის დაშლის შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვილი შს სამინისტროს თანამშრომლებმა 4 ივლისს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ისინი მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას.