Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2019

კახეთში წელს ხორბლისა და ქერის მოსავლიანობა დაბალია

0
კახეთში წელს ხორბლისა და ქერის მოსავლიანობა დაბალია

კახეთში ალოობა აქტიურ ფაზაში შევიდა.  გვალვის გამო წელს მოსავლიანობა დაბალია. სიღნაღსა და დედოფლისწყაროში ყანებს მინდვრის თაგვიც შეესია, რამაც ყანები კიდევ უფრო მეტად დააზიანა. ამ ორ მუნიციპალიტეტში, ჯამში, 120 000 ტონა მოსავალს ელოდებიან. ალოობა 2019-ის დაწყებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილიც დაესწრო. ის ამბობს, რომ წელს ტექნიკის პრობლემა არ არსებობს, რადგან შპს "მექანიზატორმა" დამატებითი კომბაინები შეიძინა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - შირაქის, ალაზნისა და ტარიბანას ველზე  - თავთავიანი კულტურების აღება დაიწყეს. ამ ტერიტორიაზე ქერი და ხორბალი დაახლოებით 36 000 ჰექტარზეა დათესილი, საიდანაც, ჯამში, 120 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან, თუმცა, როგორც ადგილობრივი ფერმერი  ზურაბ თეთვაძე ამბობს, ზამთარი მშრალი და გვალვიანი იყო, რამაც მოსავლიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა.  უფრო კონკრეტულად, თუ ერთ ჰექტარზე 5-7 ტონა უნდა მიეღოთ, ახლა ტონა-ნახევრით უფრო ნაკლებს იღებენ. უნალექო ზამთრის გამო სიღნაღსა და დედოფლისწყაროში მინდვრის თაგვიც მომრავლდა, რამაც ყანებს კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა.

„გარკვეულ ადგილებში მივიღეთ  მაღალი მოსავალი, მაგრამ წელს საშუალო მოსავლიანობა მაინც დაბალია. გასულ წელთან შედარებით, ჰექტარზე, ალბათ, ტონა- ნახევრით დაბალია მოსავალი. ეს განაპირობა მშრალმა  ზამთარმა.  მთელი ზამთრის განმავლობაში არც წვიმა და არც თოვლი არ ყოფილა.  გაზაფხულზე რომ არ ყოფილიყო ნალექი, ალბათ, ესეც არ იქნებოდა. მშრალმა ზამთარმა გამოიწვია ისიც, რომ დაავადებები გაჩნდა“.

ალოობა 2019-ს დედოფლისწყაროში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ. გასულ წლებში პრობლემას ქმნიდა არასაკმარისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რის გამოც ფერმერები მოსავლის დროულად აღებას ვერ ახერხებდნენ და რიგში ლოდინი უწევდათ. ორი წლის განმავლობაში საქართველომ აზერბაიჯანიდან 40 კომბაინი ითხოვა.  მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ირწმუნება, რომ  წელს ტექნიკის პრობლემა არ არსებობს, რადგან შპს „მექანიზატორმა“ დამატებითი კომბაინები შეიძინა.

„ალოობის პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.  სახელმწიფოს მიერ გასულ წელს შეძენილი  იყო  30 ერთეული კომბაინი.  ასევე  მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში კომბაინები იყიდეს ფერმერებმაც. მექანიზაციის პრობლემა აღარ არის. საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დგას საფასო პოლიტიკაც“.

მარცვლეული კულტურების აღების პროცესი რეგიონში ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ქერი და ხორბალი შედარებით ადრე შემოდის ლაგოდეხში,  გურჯაანსა და  ყვარელში. როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, რეგიონის მასშტაბით  სულ 103 ერთეული კომბაინი მუშაობს.  დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 45 კომბაინია ბაზირებული, ხოლო  გურჯაანის სერვისცენტრში 58 ერთეული.  დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ რეგიონში  უკვე აღებულია 2300 ჰექტარზე ქერი და 4200 ჰექტარ ფართობზე ხორბალი.

„ბოლო წლებთან შედარებით, ეს არის ყველაზე გამართული ალოობა იმ მხრივ, რომ არც ერთ სოფელს  და არც ერთ ფერმერს  კომბაინის პრობლემა არ შეჰქმნია. თავთავიანი კულტურების აღება ორგანიზებულად მიმდინარეობს და დროულად ხდება  მოსავლის დაბინავება“.

​გასულ წელს კახეთში მოსავლის აღების დროს 1 კილოგრამი ხორბალი  37-38 თეთრი ღირდა. ამ ფასს ადგილობრივები აპროტესტებდნენ.   წელს ერთი კილოგრამი  კარგი ხარისხის ხორბალი 50-60 თეთრია.  თავთავიანი კულტურების აღება  კახეთში დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот





Москва

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Елена Волкова

В Йошкар-Оле с большим успехом прошел IV этап культурного проекта «Классика: история и современность»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»

Американский боксер Глэнтон прогулялся по центру Москвы


WTA

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России