რომის პაპი აცხადებს, რომ დონბასში ჰიბრიდული ომია გაჩაღებული
რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელმაც წინა დღით რუსეთის პრეზიდენტის უმასპინძლა, მეორე დღეს ვატიკანში უკრაინელ ეპისკოპოსებთან შეხვედრაზე დაგმო დონბასში მიმდინარე ჰიბრიდული ომი.
ამ რეგიონში გაჩაღებულია ჰიბრიდული ომი, რომელსაც თან ახლავს პროპაგანდისტული სიცრუე და მანიპულაციები, მცდელობა, საქმეში ჩაითრიონ რელიგიური ასპექტი, - განაცხადა რომის ეკლესიის მეთაურმა. ამასთან რომის პაპს არ უხსენებია რუსეთი.
როგორც "უკრაინსკა პრავდა" იუწყება, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ფრანცისკე შეხვდა უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელებს.
ვატიკანმა მანამდე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის მიზანია უკრაინის მხარდაჭერა იმ რთულ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.
უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში 2014 წლის აპრილის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ ძალებსა და უკრაინის არმიას შორის ბრძოლების შედეგად 13 ათასი ადამიანი დაიხოცა.