ფრანგულ შოუში ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგ არტისტთან ერთად სულიკო იმღერა
![ფრანგულ შოუში ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგ არტისტთან ერთად სულიკო იმღერა](https://gdb.rferl.org/442B2656-2BDE-45DE-B8BE-C6C8E2411935_w800_h450.jpg)
საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგულ სატელევიზიო შოუში "სულიკო" იმღერა ცნობილ ფრანგ არტისტთან ერთად.
The Grand Échiquier - ასე ჰქვია გადაცემას, რომელშიც ხატია ბუნიათიშვილმა დაუკრა 4 ივლისს, პირდაპირ ეთერში.
გადაცემაში მონაწილეობდა ფრანგი მსახიობი, სცენარისტი და კინორეჟისორი გიომ გალიენიც - საფრანგეთის ეროვნული ფილმის ჯილდოს "ცეზარის" მფლობელი არტისტი.
პირველი კითხვა, რომელიც წამყვანმა ანა-სოფი ლაპიქსმა დასვა იყო: "ესპანურად საუბრობ? რა არის ესპანური შენთვის?" რაზეც გიომ გალიენმა უპასუხა მოხიბვლაო.
"როცა ვლაპარაკობთ რუსულად, რუსული რა არის?" - იკითხა ლაპიქსმა და ხატია ბუნიათიშვილისგან ასეთი პასუხი მიიღო: "რუსული ჩემთვის უფრო მეტად არის ლიტერატურა, პოეზია, პუშკინი, დოსტოევსკი. უფრო ნოსტალგია, ნოსტალგიის ემოციაა."
ისაუბრეს ფრანგულ ენაზეც, რის შემდეგაც ხატია ბუნიათიშვილმა გალიენს მიმართა: და ქართული? გიომ, თქვენ ხომ იცით რამდენიმე სიტყვა ქართულად?
გიომ გალიენი: სიტყვები, რაც ქართულად ვიცი არის გაგვიმარჯოს და ხაჭაპური.
ხატია ბუნიათიშვილი: ქართული არის სიყვარული ჩემთვის.
გიომ გალიენი: ხაჭაპური, დიდი მადლობა, ნათლიმამა და.. არაფერი ვიცი ქართულად... ცეკვა, ცეკვა!
The Grand Échiquier ტელე ეკრანებზე პირველად 1972 წელს გამოჩნდა. 2018 წლიდან კი საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის არხ France 2-ზე გადის. ყოველ გადაცემაში სამი არტისტი ახალი კუთხით წარმოაჩენს თავს.