აქციის მონაწილეები შეკვეთილში ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისკენ მიემართებიან
შეკვეთილში, სადაც თბილისის პარალელურად ასევე იმართება საპროტესტო აქცია, აქტივისტების ჯგუფი მსვლელობას მართავს. ისინი დენდროლოგიური პარკისკენ მიემართებიან.
სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, მსვლელობაში მონაწილეები მეგაფონებით ხელში სკანდირებენ ,,ძირს ოლიგარქი", „გახარია, წადი!" ,,არა ოკუპანტს” . ისინი შს მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.
აქციაში ოპოზიციური ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.