Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2019

რუსთაველზე რაღაც ხდება

0
რუსთაველზე რაღაც ხდება

პროტესტის გამოხატვა რუსთაველზე დიდი ხანია ტრადიციად იქცა.

ეს არის თბილისში მთავარი ადგილი, საიდანაც ხელისუფლებას უნდა ელაპარაკო, როცა ძალიან გაბრაზდები.

და ასეცაა - ყველა, ვისაც აქვს სათქმელი, რუსთაველზე მიდის. პარლამენტის შენობის წინ.

იქ მივიდა პირველი ხალხმრავალი აქციაც 1978 წლის აპრილის იმ დღეს, როცა საქართველოს ახალგაზრდობამ საბჭოთა კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად დატოვება პრინციპულად მოითხოვა  - და ეს იყო პირველი წარმატებული და შედეგიანი მანიფესტაცია ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. 14 აპრილი იმ დღის შემდეგ  საქართველოში დედაენის დღედ გამოცხადდა.

მას შემდეგ შეხვედრის ადგილი უცვლელია.

რატომ იზიდავს თბილისის მთავარი გამზირი ასე ყველას? ხანდახან კი, სივრცის დაკავებისთვის ბრძოლაც მიდის - ზუსტად ისე, როგორც მაგალითად, გუშინ, 8 ივლისს - როცა ნაციონალისტურმა ჯგუფებმა დაიკავეს ის ტერიტორია, სადაც უკვე 20 დღეა ანტისაოკუპაციო აქცია მიდის.

ორ აქციას პოლიციის კორდონი და ყვითელი ავტობუსების კოლონა ყოფდა - ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს პარლამენტის წინ დაბრუნება სურდათ, იქ, სადაც პროტესტი დაიწყეს. კონტრაქციის მონაწილეები კი მათ იქიდან წასვლას მოითხოვდნენ და რუსთაველზე გამაგრება ჰქონდათ გადაწყვეტილი. 

იმიტომ ხომ არა, რომ ეს დედაქალაქის მთავარი გამზირია, იქ დგომა კი ნიშნავს, ყველამ იცოდეს რა ხდება ქვეყანაში?

ან იქნებ ის, რომ იქიდან ხელისუფლებას უკეთ გაიგებს? თუ მაინც იმიტომ, რომ რუსთაველის გამზირზე დგომა და ხმამაღალი პროტესტი სიმბოლური ამბავიც არის და პრინციპის საკითხიც?

ალბათ, ყველაფერი ერთად - გვეუბნება „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი, რომლისთვისაც ყველაზე საამაყო აქციად, რომლის მონაწილეც ყოფილა, სწორედ ქართული ენის დასაცავი აქციები იყო.

„ეს ადგილი უცვლელია. იმდენ მნიშვნელოვან ამბებს ინახავს. აქ მოსვლა და რაღაცის გაპროტესტება ტრადიციაა. ეს არის მთავარი მაგისტრალიც - აქ გამართული მანიფესტაცია ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას იპყრობს“.

8 ივლისის ღამით ანტისაოკუპაციო აქციის ადგილას უცებ სხვა აქციის მონაწილეების გამოჩენას ხელისუფლების მიერ ახალგაზრდებისთვის მათი პროტესტის ადგილის წართმევად აფასებს დავით ზურაბიშვილი და ამბობს, რომ ეს ხელისუფლების ხელწერაა:

"ხელისუფლებამ ვერაფერი მათ პროტეტს ვერ მოუხერხა. და გადაწყვიტა, ყურით მოთრეული  საბაბით გარეთ გამოეყვანა თავისი მარიონეტული ჯგუფები და მათი მეშვეობით განედევნა ახალგაზრდები. მითუმეტეს, რომ ეს ერთხელ ასე მოხდა - შარშან, მაისში, ახალგაზრდების აქცია სწორედ ასეთი კონტრაქციების გამო დაიშალა. მაგრამ ეს აღარ გამოვა. ისინი უკან აღარ დაიხევენ. რეალურ პროტესტს ხელოვნურად მოყვანილი ხალხი წინ ვერ აღუდგება“.

დათო ზურაბიშვილი იხსენებს 2003 წლის მრავალდღიან აქციებს ("ვარდების რევოლუციის" ფინალით), რა დროსაც პარლამენტის წინ ერთ-ერთი პირველი კონტრაქცია მოეწყო:

„ზუსტად აქ იდგა ასლან აბაშიძის ფულით ჩამოყვანილი ხალხი და მათმა  80%-მა არც კი იცოდა რისთვის. როგორ დასრულდა ის ამბები, ყველას კარგად გვახსოვს“.

რუსთაველი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ეპიცენტრიც. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვახტანგ ძაბირაძე იხსენებს, მაშინ პირველი აქციები იპოდრომზე დაიწყო, საბოლოოდ, მაინც ყველამ რუსთაველზე მოიყარა თავი.

მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და სხვა ლიდერების გამოსვლებიც ეროვნულ-განმათავისუფებელი აქციების დროს სწორედ იმ კიბეებიდან ისმოდა, სადაც დღეს პროტესტი ისევ მეორდება.

​მერე იყო 1989 წლის 9 აპრილი - დღე, რომელმაც დააჩქარა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაც და ეროვნული მოძრაობის გამარჯვებაც საქართველოში.

დავით ზურაბიშვილი იხსენებს კიდევ ერთ მასშტაბურ აქციას, რომელიც 2001 წელს ტელეკომპანია რუსთავი 2-ში საგადასახადო სამსახურის შესვლას მოჰყვა. მაშინ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად პროტესტი უსწრაფესად აგორდა, რასაც მაშინდელი შს მინისტრის, კახა თარგამაძის გადადგომა მოჰყვა. მაშინ თარგამაძის გადადგომასთან ერთად   პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ზურაბ ჟვანიამ. 

„თარგამაძის გადადგომამ, ასევე ჟვანიას გადადგომამ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან და მისმა ოპოზიციაში წასვლამ, მაშინ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა. პროცესი "ვარდების რევოლუციით" დასრულდა“.

2003 წელი -  „ვარდების რევოლუციისაა“  - კიდევ ერთი ხანგრძლივი და საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი პროტესტის, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა - მისი „სახლში წასვლა“ სწორედ რუსთაველზე იზეიმეს.

23 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა საპროტესტო გამოსვლები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების უხეში გაყალბების გამო დაიწყო, რამდენიმე თვეში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

გავა რამდენიმე წელი და ისევ რუსთაველზე ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშლიან ორ საპროტესტო აქციას - 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს.

7 ნოემბრის აქციის დაშლას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვება.

26 მაისის დარბევის საქმეზე კი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს 2014 წლის 27 თებერვალს გამოტანილი განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დამნაშავედ ცნობენ.

​2009 წელს რუსთაველზე იყო ოპოზიციის აქციები და საკნების ქალაქი.

რუსთაველს ირჩევდა საპროტესტო აქციებისთვის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია და ზვიად გამსახურდიას მომხრეებიც.

რუსთაველი იყო თბილისის ომის ეპიცენტრიც.

რუსთაველი და თავისუფლების მოედანი გაივსო 2008 წელსაც, აგვისტოს ომის დღეებში, როცა საქართველო რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებდა.

იყო ბევრი სხვა საპროტესტო აქციაც. 

2018  წლის მაისში თბილისის მთავარი გამზირი ორი დიდი პროტესტის ტალღამ  მოიცვა.

ქუჩაში ისევ ახალგაზრდები გამოვიდნენ, მათი პროტესტი ღამის კლუბებში სპეცრაზმის დარბევის გამო დაიწყო. ულტრანაციონალისტურად განწყობილი ჯგუფები მათ სიახლოვეს მაშინაც გამოჩნდნენ და რუსთველის დაკავებას ეცადნენ. მაშინ ისინი პოლიციის კორდონმა შეაკავა.

​მაისშივე იყო შვილმკვდარი მამების, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის ხანგრძლივი საპროტესტო აქციები. ორივე მამა თავიანთი შვილის მკვლელის დასჯას მოითხოვდა.

და ბოლოს, 2019 წლის ივნისი.  

ისევ რუსთაველი, ისევ პროტესტი  - ამჯერად რუსული ოკუპაციის და ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც დღემდე გრძელდება და როგორც აქციის მონაწილეების ამბობენ, გაგრძელდება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომამდე.

როგორც დავით ზურაბიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თბილისის მთავარ გამზირზე ქვეყნისთვის ბევრი უმნიშვნელოვანესი ამბავი გადაწყვეტილა: ​„მე მგონი, იქ ახლაც რაღაც ასეთი ისტორია იწერება“.





Губернаторы России
Москва

Собянин: 15 июня начинается самый масштабный сезон фестиваля «Усадьбы Москвы»





Москва

Помощь российских армян СВО. Поддержка тыла важна для передовой


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Более 220 единиц новой медицинской техники начали использовать в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Саксофонист Бутман нашел плюсы в отмене русской культуры за рубежом




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской

Зампредседателя Совета министров РСФСР Валерий Сайкин умер на 87-м году жизни

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»


Александр Зверев

Зверев сыграет с Алькарасом в финале "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Умерла актриса Галина Свербилова



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России