Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2019

თბილისი პრაიდი: ღირსების მარშის გეგმის მიხედვით ჩატარება ვერ მოხერხდა. ბრძოლა გრძელდება

0
თბილისი პრაიდი: ღირსების მარშის გეგმის მიხედვით ჩატარება ვერ მოხერხდა. ბრძოლა გრძელდება

„თბილისი პრაიდის დასკვნითი ღონისძიების - “ღირსების მარშის” გეგმის მიხედვით ჩატარება“, - ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს თბილისი პრაიდის საორგანიზაციო ჯგუფი.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა ჰომოფობიური ჯგუფებისგან მათ დაცვაზე:

„მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა და უახლოესმა მხარდამჭერებმა სრულად არ დავთმეთ საჯარო სივრცე და პარტიზანული აქცია გუშინ, 8 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მაინც გავმართეთ.

აღსანიშნავია, რომ ღირსების მარშში მონაწილეობის მისაღებად ათასამდე ადამიანი იყო დარეგისტრირებული, თუმცა 20 ივნისს, თბილისში განვითარებული შემზარავი მოვლენების შემდეგ, თბილისი პრაიდის გუნდმა მიიღო მტკივნეული, მაგრამ იმ მომენტისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მსვლელობა, რომელიც 22 ივნისს უნდა გამართულიყო, გადაიდო.

პოლიტიკური პროცესების შედარებით დასტაბილურების შემდეგ, 6 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით ვაცნობეთ, რომ “ღირსების მარშის” ახალი თარიღი 8 ივლისი იქნებოდა. არ მივიღეთ რა მათგან არანაირი პასუხი, 7 ივლისს, თბილისი პრაიდის გუნდმა უკვე საჯაროდ დააანონსა შემდეგი დღისათვის დაგეგმილი გადადებული მარში, იმ იმედით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ითანამშრომლებდა ჩვენთან მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სამინისტროს თანამშრომლები პირდაპირ კონტაქტზე კვლავ არ გამოვიდნენ. 7 ივლისს მათ სახალხო დამცველის მეშვეობით შემოგვითვალეს: “რაც გინდათ ის ქენით, თანამშრომლობა არ შედგება”...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამგვარი დამოკიდებულება პრაიდის ორგანიზების პროცესში პირველი არ ყოფილა. გასული კვირების განმავლობაში, შსს-ს მაღალჩინოსნები და “ქართული ოცნების” ლიდერები დახურულ შეხვედრებზე პირდაპირ მოგვიწოდებდნენ გაგვეუქმებინა ღირსების მარში, რადგან ისინი “ხედავდნენ რისკებს” და არ შეეძლოთ ჩვენი დაცვა.

შექმნილ პირობებში, ასობით ადამიანის მონაწილეობით საჯარო ღონისძიების ჩატარება შეუძლებელი გახდა.

საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების მხრივ ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.  აშკარაა, რომ მმართველი გუნდი ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიერ თბილისში ხანმოკლე მშვიდობიანი აქციის გამართვის დაშვებას თავისთვის პოლიტიკურად წამგებიანად აღიქვამს, ხელისუფლებამ დაგვანახა, რომ საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული არ არის და არც მისი დაცვის პოლიტიკური ნება არსებობს...

ზემოთ აღწერილი გამოწვევების მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგებიც. უკანასკნელ თვეებში ლგბტქი თემის ხილვადობა გაიზარდა და საზოგადოებაში კიდევ უფრო გააქტიურდა ლგბტქი საკითხებზე დისკუსია... ბრძოლა გრძელდება!“

თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული ღირსების მარში 8 ივლისს, საღამოს 7 საათზე, შსს-ს შენობასთან, კახეთის გზატკეცილზე შედგა. მარში დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 20-მდე სამოქალაქო აქტივისტმა და ლგბტ თემის წარმომადგენელმა მიიღო.





Губернаторы России
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными





Москва

LISA FM Александр Белоносов выпустил альбом «Родина Сердца: Дневник Психолога»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня парковки в Москве будут работать бесплатно



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

В Академическом открылась Школа джазовой импровизации Игоря Бутмана




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской


Ролан Гаррос

Ига Свентек в четвертый раз выиграла Открытый чемпионат Франции по теннису



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Новости 24 часа

Ежегодная церемония вручения Всероссийской премии Евгения Зубова прошла в библиотеке Видного



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России