გიგი უგულავა გამოკითხვაზე 10 ივლისს მივა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოკითხვაზე ხვალ, 10 ივლისს მივა. ამის შესახებ ის ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს:
„ხვალ დილით 10 საათზე მივდივარ დაკითხვაზე 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე, იმათ ენაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე“, - წერს გიგი უგულავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაბარებულია სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე.