#სირცხვილია - პროტესტის 21-ე დღე და მავთულხლართებზე გამოფენილი ფოტოები
პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის 21-ე დღეს პროტესტის მონაწილეებმა ფოტოგამოფენა მოაწყეს. მავთულხლართებზე კიდია იმ ფოტოგრაფთა სურათები, რომლებმაც 20-21 ივნისის ღამის დარბევა გადაიღეს.
ფოტოები ასახავს 21-დღიანი უწყვეტი პროტესტის კადრებს.
აქციაზე ერთერთ სტენდს "#რომარაპუტინი, მე ცოცხალი ვიქნებოდი"- ჰქვია. სტენდზე გამოფენილიაგიორგი ანწუხელიძის, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორია დასხვათა ფოტოები, ვინც რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა.
პროტესტის სამი კვირის თავზე აქციის მონაწილეთა მოთხოვნა იგივეა:
ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია!"