აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტზე კონკურსი მეორედ ჩაიშალა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევის მეორე ტური ჩაიშალა. მრჩეველთა საბჭომ კენჭისყრის მეორე ტურში მონაწილე ორ კანდიდატს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
5 წევრიანი მრჩეველთა საბჭოს ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა 2 ხმა თინათინ ცისკარაძემ მიიღო, 2 ხმა კი - მერაბ წულუკიძემ, 1 ბიულეტენი გაბათილდა, რადგან მასზე მინაწერი იყო. ბიულეტენს ეწერა ტელევიზიის ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის სახელი და გვარი.
მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან აპრილში გადააყენა. ნათია კაპანაძეს ეს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. მისი სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ დირექტორის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი შეჩერებულიყო. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დღეს გამართულ არჩევნების პირველ ტურში ორ-ორი ხმა კანდიდატებმა მერაბ წულუკიძემ და თინათინ ცისკარაძემ, ხოლო1 ხმა შოთა გურაბანიძემ მიიღო.
მაუწყებლის დირექტორის არჩევნები მიმდინარე წლის 31 მაისსაც გაიმართა, სადაც ორივე კენჭისყრაზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდმა დირექტორი ვერ აირჩია, რის გამოც მეორე ტური ჩაინიშნა.
3 ივნისს ხელმეორედ გამოცხადებულ კონკურსში წინა კონკურსიდან რვიდან ექვსი კანდიდატი მონაწილეობდა. მათ შორის: შოთა გურაბანიძე, ირმა ზოიძე და მერაბ წულუკიძე.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის სურვილი ექვსმა ახალმა კანდიდატმა გამოთქვა:
გიორგი წულაია
ციალა ქათამიძე
თინა ცისკარაძე
ფირუზ ბოლქვაძე
შოთა ზოიძე
გასაუბრების ეტაპზე კი ერთი მათგანი კონკურსს გამოეთიშა.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კანდიდატების კონკურსი 12 ივლისს 12 საათზე გამოცხადდება.