«Дождь»-ის ტელეწამყვანი ეთერში ქართული ღვინის ბოთლით გამოჩნდა
რუსული ტელეარხის «Дождь»-ის წამყვანი, დარია პოლიგაევა ეთერში ქართული ღვინის ბოთლით გამოჩნდა. ასეთი ფორმით გამოუცხადა ჟურნალისტმა საქართველოს სოლიდარობა.
ჟურნალისტი, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი ბარამიძესთან ერთად რუსეთში ქართული ღვინის აკრძალვის, საქართველოში რუსული ტურიზმის პერსპექტივისა და ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან ქართველების დამოკიდებულებაზე მსჯელობდა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინს რუსმა ჟურნალისტებმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე დაუსვეს კითხვა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პასუხამდე საჭირო იყო „წარსულში, ისტორიაში ჩახედვა“. პუტინმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში შესვლის ისტორიის საკუთარი ვერსია მოყვა.