„მშიშარა, მშიშარა“ - შს მინისტრმა გიორგი გახარიამ TV პირველი შეძახილების ფონზე დატოვა
„მშიშარა, მშიშარა“ - შს მინისტრმა გიორგი გახარიამ TV პირველის შენობა შეძახილებისა და საყვირების ფონზე დატოვა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას ორი საათის განმავლობაში, ტელევიზიის შენობასთან ელოდნენ:
„აქამდე ჩვენ გვყავდა მონადირე მინისტრი. აქამდე ჩვენ გვყავდა უპასუხისმგებლო მინისტრი. უთავმოყვარეო მინისტრი. ახლა ამ ყველაფერს დაემატა მშიშარა მინისტრი. დღეიდან, საქართველოს შს სამინისტროში მუშაობს მხდალი მინისტრი. ის გაიპარება ყველა იმ ადგილიდან, სადაც იდგებიან საქართველოს მოქალაქეები“.
შს მინისტრი ტელევიზიაში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობდა 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.