Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2019

რუსთავი 2-ის გარდა, 18 ივლისს ECHR საქართველოდან კიდევ ორ საქმეზე გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას

0
რუსთავი 2-ის გარდა, 18 ივლისს ECHR საქართველოდან კიდევ ორ საქმეზე გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების გამოცხადების განრიგის შესახებ აქვეყნებს პრესრელიზს, რომელშიც იუწყება, რომ 18 ივლისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებებიდან სამი შეეხება საქართველოდან საქმეებს - „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“.

პრესრელიზში მოკლედ მიმოხილულია სამივე საქმე. რუსთავი 2-ის საქმის მიმოხილვა იხილეთ აქ.

საქმეში „გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ მომჩივანი არის საქართველოს სოფელ რთველში მცხოვრები, 1986 წელს დაბადებული ნოდარ გოგალაძე. ის ჩივის პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მისი დაპატიმრების შემდეგ და ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობაზე, რაც რვა წლის განმავლობაში გაგრძელდა და შემდეგ შეწყდა. საქმე ეხება ბორჯომის პოლიციის მიერ მის დაპატიმრებას 2008 წლის 13 თებერვალს და შემდეგ მის მოხვედრას თბილისის ნომერ მეხუთე საპყრობილეში, თავის არეში კოპით და ცხვირის არეში სიწითლით. პრესრელიზის თანახმად, „მომჩივანი თავიდან ამბობდა, რომ არ ჩიოდა პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობაზე, თუმცა თბილისის მერვე საპყრობილეში გადაყვანის შემდეგმან პროკურორს უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხუთმა პოლიციელმა მას თავის არეში ურტყა“. ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში გოგალაძე ჩივის წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ამკრძალველი დასამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების უზრუნველმყოფელი მუხლებით.

საქმეში „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ მომჩივანი პირები არიან საქართველოს მოქალაქეები, იური ვაზაგაშვილი და ციალა შანავა. იური ვაზაგაშვილი 2015 წელს მოკლეს, ციალა შანავა თბილისში ცხოვრობს და საჩივარს წარადგენს საკუთარი და გარდაცვლილი მეუღლის სახელით. „საქმე ეხება მომჩივანის შვილის მოკვლას საპოლიციო ოპერაციის დროს და მათ ჩივილს ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის შესახებ“ - ვკითხულობთ პრესრელიზში. ტექსტში აღწერილია მომჩივანთა შვილის მკვლელობის გარემოებები - „იმ დროს 22 წლის ზ.ვ. და მისი მეგობარი, 25 წლის ა.ხ. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მაშინ, როცა ზ.ვ. თავის მანქანას მართავდა 2006 წლის მაისში. საპოლიციო ოპერაციაში მონაწილეობდა სულ მცირე 50 პოლიციელი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის განყოფილების მაღალჩინოსნები და სპეცრაზმის ნიღბიანი ოფიცრები. ისინი შეიარაღებული იყვნენ ავტომატური იარაღით და ზ.ვ.-ს მანქანას ესროლეს 70-ზე მეტი ტყვია, რომელთაგან 40-მდე მიზანს მოხვდა. კიდევ ერთი მამაკაცი, ბ.პ. მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა“ - წერია პრესრელიზში.

ტექსტში ნათქვამია ისიც, რომ პოლიცია, პირველ ეტაპზე, ამბობდა, რომ ამ ოპერაციით გასაძარცვად მიმავალი პირები შეაჩერა. ძალის გადამეტების შესახებ გამოძიება ინციდენტიდან სამ დღეში დაიწყო, მაგრამ 2007 წლის აპრილში დაიხურა. შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში, მომჩივანთა თხოვნის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ საქმე განაახლა, თუმცა ამ პროცესში მომჩივან პირებს მსხვერპლის სტატუსი არ მინიჭებია. 2015 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი სცნო დამნაშავედ სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის განზრახ მკვლელობაში, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში მტკიცებულებების ფაბრიკაციის გზით, განზრახ უკანონო დაკავებაში და ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სასამართლოს თანახმად, ერთ-ერთ მსჯავრდებულს პიროვნული შუღლი ჰქონდა ა.ხ.-სთან და პოლიციის ოპერაცია შურისძიების მიზნით დაგეგმა.  

ECHR-ის პრესრელიზში აღწერილია იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გარემოებებიც - რომ ის 2015 წლის იანვარში, თავისი შვილის საფლავზე კუსტარული მოწყობილობის აფეთქებამ იმსხვერპლა. „2015 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ დანაშაულში დამნაშავედ სცნო პოლიციელი, გ.ს.. სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი მომჩივანის არასამთავრობო ორგანიზაციას, ‘გადაარჩინე სიცოცხლე’, რომელიც პოლიციის უკანონო ქცევის გამოსავლენად შეიქმნა, ქვეყნის მასშტაბით გამომავალ გაზეთში გამოქვეყნებული ჰქონდა სტატია იმ ოფიცრების სიით, რომლებსაც, გავრცელებული ცნობებით, სხვადასხვა დანაშაულში ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა. გ.ს. იმ სიის ბოლოს იყო მოხსენიებული“.

პრესრელიზის თანახმად, მომჩივანთა საჩივარი, რომელიც ეხება 2006 წელს მათი შვილის პოლიციის მიერ მკვლელობას, ეყრდნობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მეორე მუხლს, სიცოცხლის უფლებას და ამ დანაშაულის ადეკვატური გამოძიების არარსებობას.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей





Москва

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Queen

Bloomberg: Sony Music обсуждает покупку прав на музыку Queen




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Пассажир остановившегося в тоннеле метро поезда рассказал о происходившем в вагоне

День защиты детей празднуют в мире 1 июня

Дептранс Москвы раскрыл детали инцидента на станции метро "Спортивная"


Ролан Гаррос

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Руководство Краснодара посетило китайский Харбин. Рассказываем подробности



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России