Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2019

ანტიდისკრიმინაციული კანონი - რას ერჩიან მას ჰომოფობები

0

ულტრანაციონალისტური ჯგუფები ხელისუფლებას ორ მოთხოვნას უყენებენ: გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და დასჯადი გახდეს "გარყვნილების პროპაგანდა". მათ ამ მოთხოვნებით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

 

რა წერია თანასწორობის შესახებ კანონში, რომელიც სექსუალური ორიენტაციის, სქესის, ასაკისა და კიდევ 20-ზე მეტი ნიშნით კრძალავს საქართველოს მოქალაქეების დისკრიმინაციას?

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი არ გადაიხედება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ამ საკითხზე ულტიმატუმის ენას ვერ მიიღებს. „თუ ვინმეს სურს საკითხზე დიალოგი და მსჯელობა, თუმცა არა ულტიმატუმის ენით, რომ კანონი გავაუქმოთ, ბევრი ფორმატი არსებობს ამისთვის. ჩვენ ყველა მხარეს ვუსმენთ და შეგვიძლია გავცვალოთ პოზიციები“, - განაცხადა მან.

ჰომოფობიურად განწყობილი ნაციონალისტური ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე, ულტიმატუმს არა მხოლოდ მოქმედ, არამედ მომავალ პარლამენტარებსაც უყენებს. მისი თქმით, თუ კანდიდატებს არჩევნებში ხმების მოპოვება უნდათ, ამ კანონის გაუქმების პირობა უნდა დადონ.

თუმცა ამ განცხადებიდან სამი დღის შემდეგ ულტრანაციონალისტების ჯგუფის ნაწილი ამბობს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ზოგადად არაფერს ერჩის, მთავარია მასში არაფერი ეწეროს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით თანასწორობაზე. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი, ამბობს, რომ ამ საკითხზე ამჟამადაც მსჯელობენ და ივლისის შუა რიცხვებიდან ხელმოწერების შესაგროვებლად რეგიონებშიც გავლენ.

​“ამ ტერმინების ამოღებით ეს კანონი თუ დარჩება და აღარ იქნება ცოდვის დამაკანონებელი და ამ კანონით არ აგვეკრძალება იმის თქმა, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა, მაშინ პრობლემა არ გვექნება. ჩვენ, ალბათ, ამ ხელმოწერებსაც ერთად დავიწყებთ. გაუქმებას მოვითხოვთ თუ ტერმინების ამოღებას, ეს ყველაფერი დაზუსტდება”, - ამბობს ალექსანდრე ფალავანდიშვილი.

 

რა საკანონმდებლო სიცარიელეები ამოავსო ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა?

„კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ - ასე ჰქვია იმ კანონს, რომელსაც ანტიდისკრიმინაციულის სახელით იცნობს საზოგადოება. 5 წლის წინ, სანამ მას მიიღებდნენ, მოქალაქეების თანასწორობის საკითხებს  მხოლოდ კონსტიტუცია განსაზღვრავდა. მართალია, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი არ იყო ისეთი ფართო, როგორიც დისკრიმინაციაზე შექმნილი კანონი, მაგრამ მაინც ხდებოდა დისკრიმინაციის განსაზღვრა. იყო შემთხვევები, როცა იმას, რასაც კონსტიტუცია დისკრიმინაციად არ გამოყოფდა, საკონსტიტუციო სასამართლო არქმევდა სახელს.

მაგალითად, 2014 წლის 4 თებერვალს, ანუ სანამ ანტიდისკრიმინაციული კანონი ამოქმედდებოდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  ორგანიზაცია “იდენტობის“ წევრების მიერ, 2012 წლის ივლისში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით მიიღო გადაწყევტილება. სასამართლომ თანასწორობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების არათანაზომიერ ჩარევად გამოაცხადა სისხლის დონაციის აკრძალვა ჰომოსექსუალი დონორებისთვის. იმ დროისთვის არც რაიმე სხვა კანონი და არც კონსტიტუცია სექსუალურ ორიენტაციის ნიშნით  დისკრიმინაციის ფორმას არ განიხილავდა.

დღეს ანტიდისკრიმინაციული კანონის პირველი მუხლით აკრძალულია შემდეგი ნიშნების მიხედვით დისკრიმინაცია:  რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიხედვით.

ამგვარად, კანონმა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ შემდეგი საკანონმდებლო სიცარიელეები ამოავსო:

დაცვის საფუძვლების ქვეშ საკმაოდ ფართო, 25, დისკრიმინაციული საფუძვლები მოიაზრა;

განსაზღვრა პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის მნიშვნელობა;

თავად დისკრიმინაციის პრინციპი განსაზღვრა.

ანტიდისკრიმინაციული კანონის სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობს. ომბუდსმენი ყოველწლიურად აფასებს და აჯამებს დისკრიმინაციის ნიშნით მიმართვიანობას. ბოლო ანგარიშების მიხედვით კი, პირველ ადგილზე სქესის ნიშნით დისკრიმინაციაა. პირველ ხუთეულშია რელიგიის ნიშნით და პოლიტიკური მოსაზრებების გამო დისკრიმინაცია.

ცოტა რამ "გარყვნილების პროპაგანდის" აკრძალვის მოთხოვნაზე

ლევან ვასაძემ პარლამენტთან თავის მომხრეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ "გარყვნილების პროპაგანდის" აკრძალვის შემოღებას ითხოვს სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც მსგავსი, თუმცა უფრო მკაცრი იქნება რუსეთში მოქმედ კანონთან შედარებით.  მისი თქმით, “გარყვნილების პროპაგანდა უნდა აიკრძალოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მედიაში და ასე შემდეგ”.

2013 წლიდან რუსეთში ისეთ მედიაში, რომელსაც ასაკობრივი ზღვარი არ აქვს, ერთნაირსქესიანთა ურთიერთობაზე საუბარი კანონით იკრძალება. ის ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს სხვადასხვა შემთხვევებისთვის სხვადასხვა ოდენობით. აკრძალვა ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთსქესიანი წყვილების ხელჩაკიდებულ სიარულსა და კოცნას. იმ წყვილებს კი, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, მაგრამ რომელიმე მათგანს ჰყავს შვილი წინა ურთიერთობიდან, შესაძლოა სოციალური აგენტიც ესტუმროს ან, უარეს შემთხვევაში, ბავშვის მოშორება მოითხოვონ ოჯახიდან.

2017 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთში მოქმედი კანონი დისკრიმინაციულად და ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დარღვევად აღიარა.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей





Москва

По делу «Крокуса» проходят 20 обвиняемых, 18 под арестом, двое под подпиской


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин поздравил победителей городского конкурса в сфере культуры и искусства



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Григорий Лепс

"Замечательная, светлая": Лепс с теплотой вспомнил доброе общение с Заворотнюк




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним


Даниил Медведев

Российские ракетки сообразили на троих // Даниил Медведев, Мирра Андреева и Элина Аванесян дружно вышли в 1/8 финала теннисного Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Пианист

Пианист Сафронов признался, что похудел на 76 килограммов из-за давления отца



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России