"ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და ასე ხელაღებით თქმა, რომ გადატრიალება მზადდებოდა, რა თქმა უნდა, მიუღებელია"
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას 11 ივლისის ინტერვიუს შემდეგ გაიზარდა შეკითხვების რაოდენობა იმაზე - როგორ პასუხობს სახელმწიფო სამართლებრივად 20-21 ივნისს მომხდარს? შს მინისტრმა, როგორც ხელისუფლების არაერთმა სხვა მაღალჩინოსანმა, არაერთხელ ახსენა სახელმწიფო გადატრიალება.