ლავროვი: მნიშვნელოვანია, საქართველოში იყოს პროქართული არხი
18 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უპასუხა რუსთავი 2-ის კორესპონდენტის შეკითხვას. ამის თაობაზე ცნობა ფეისბუკით გაავრცელა რუსეთის კრემლის პრეს-მდივანმა, მარია ზახაროვამ.
რუსთავის 2-ის შეკითხვაზე, რამდენადაა საჭირო საქართველოში დამოუკიდებელი პროდასავლური არხი, კრემლის საგარეო უწყების ხელმღვანელმა განაცხადა, რომ მისი აზრით, მნიშვნელოვანია, საქართველოში იყოს პროქართული არხი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი, იტყობინება „რია ნოვოსტი“. ცნობით, ლავროვმა გერმანიაში ვიზიტად ყოფნისას, თქვა, რომ ამ [ რუსთავი 2-ის შესახებ] გადაწყვეტილების შესახებ არაფერი სმენია, "მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს საქართველოს საქმეა. ნებისმიერი სიტუაცია, რომლებიც ეხება საქართველოს შიდა საქმეს, ამ სამართლის საფუძველზე უნდა წყდებოდეს... მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი“.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასს" კი იტყობინება, რომ ლავროვის თქმით, ბოლო ხანს საქართველოში მომხდარი მოვლენებზე, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე არაერთხელ ითქვა პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ლავროვის თქმით, „გვსურს საქართველოს ხალხთან, გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა. ჩვენ არ მოგვწონს მცდელობები, მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი, მათ შორის დამოუკიდებელი დასავლური საშუალებები გამოყენებულ იქნეს რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პოტენციალის გასანადგურებლად", თქვა ლავროვმა გერმანიაში.
2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.