Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2019

პაატა სალია: ხალვაშისგან ვიცი, რომ მას ერთგვერდიან დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია

0
პაატა სალია: ხალვაშისგან ვიცი, რომ მას ერთგვერდიან დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია

„ხალვაშისგან ვიცი, რომ მას ერთგვერდიან დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და არც უნახავს. შესაბამისად, რადგან ხალვაშის ხელმოწერაა იქ, ყალბია. ვენდობი ამ ადამიანს, მჯერა და ლოგიკურადაც არ მოაწერდა არავინ ამგვარ ხელშეკრულებას ხელს“, - აცხადებს პაატა სალია, "რუსთავი 2"-ის ახალი მეპატრონის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი.  

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ქიბარ ხალვაშს კალიგრაფიული ექსპერტიზა ჩაუტარდა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ის რამდენიმე თვეა ითხოვს ქიბარ ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერის ნიმუშის ჩაბარებას, რათა დადგინდეს ხელმოწერის ნამდვილობა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.

ექსპერტიზის ბიუროში ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე ფურცელზე მოაწერა ხელი, რასაც ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

"ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოში სადაც იხილებოდა ოქრუაშვილის მოთხოვნა, თანხის დაკისრების თაობაზე ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ, წარმოდგენილ იქნა დოკუმენტი, რომლითაც "რუსთავი2"-ის წილებზე პრეტენზიას აცხადებს ბატონი ოქრუაშვილი. ჩემი შუამდგომლობით, ქიბარ ხალვაშთან შეთანხმებით, მოთხოვილი იქნა კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება იმ დოკუმენტზე, რომელიც წარდგენილი იყო სასამართლოში. სასამართლოს დაახლოებით, 8 თვის წინ მივმართე. ვინაიდან ბატონი ქიბარი საქართველოში არ ცხოვრობს, რამდენჯერმე შეუთანხმებლობის გამო, ვერ მოხდა დროულად აქ მოსვლა. აბსურდულად მიგვაჩნია ის მოთხოვნები, რაც სარჩელში იყო", - აცხადებს პაატა სალია.

პაატა სალიან განმარტებით, სიმართლის დასადასტურებლად რამდენიმე ფაქტი აქვთ:

"არის რამდენიმე ფაქტი, დოკუმენტი და გარემოება. თუ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერას, რომელიც სხვა დოკუმენტზე არის გაკეთებული, შეადარებთ ამ დოკუმენტზე გაკეთებულ ხელმოწერას, ვიზუალურ განსხვავებას ნახავთ. თუმცა, ექსპერტები არ ვართ და ეს საქმე ექსპერტებს მივანდოთ. არსებობს 3 ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის ერთი საფრანგეთშია ჩატარებული, ორი საქართველოში. ექსპერტს ოქრუაშვილმა ერთგვერდიანი დოკუმენტის დედანი წარუდგინა, სადაც 7 მილიონზე და „რუსთავი 2“-ის წილებზეა საუბარი. ასევე წარუდგინა ერთი დოკუმენტი  - ხელშეკრულება ეროსი კიწმარიშვილსა და "გლობალ მედიას" შორის, რომლის მეწილეც და დირექტორიც ქიბარ ხალვაში იყო. ეს სხვა გარიგებას ეხებოდა. ქიბარ ხალვაშმა 2010 წლის 4 თებერვალს ბერლინში ხელი მოაწერა ცალმხრივად ამ ხელშეკრულებას. ეს ეგზემპლარები უნდა წაეღოთ პარიზში, სადაც ეროსი კიწმარიშვილი ცხოვრობდა და ხელი მოეწერა. ასეც მოხდა.

დღეს ხელთ გვაქვს გერმანელი ნოტარიუსის წერილი და მისი არქივიდან გადმოგზავნილი დოკუმენტი, სადაც ცალსახად ჩანს, რომ როცა მასთან ქიბარ ხალვაში მივიდა, მხოლოდ ბოლო გვერდზე მოაწერა ხელი. ანალოგიური რამ მოხდა ეროსი კიწმარიშვილთან პარიზში, როცა ბოლო გვერდზე მოაწერა ხელი. გვაქვს ერთი ერთგვერდიანი დოკუმენტი, თითქოს ხალვაშის და ოქრუაშვილის ხელმოწერა და მეორე დოკუმენტი, სადაც ბოლო გვერდებზე ხალვაშის და კიწმარიშვილის ხელმოწერაა. ჩვენთვის გაურკვეველი მანქანებით მოხდა ხელმოწერების გაჩენა ყველა გვერდზე. ეროსი კიწმარიშვილის ხელმოწერა ეტყობა რთული გასაყალბებელი იყო და ინიციალებია დასმული. ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაც განსხვავებულია", - აცხადებს პაატა სალია.

კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ეკუთვნის თუ არა ქიბარ ხალვაშს 2010 წლის 4 თებერვალს, ბერლინში დადებულ შეთანხმებაზე შესრულებული ხელმოწერა.





Губернаторы России
Москва

Собянин: Завод по производству препаратов из плазмы крови человека появится в РФ





Москва

Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация! 225 лет А.С. Пушкину.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал об обновлении велотрека в Крылатском



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Концерт «Пой, танцуй!» состоится 19 июня в Новокосино




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)

«Столото» подписал соглашение в развитие стратегической поддержки комплекса ГТО и многоборья ГТО

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»


Ролан Гаррос

Джокович снялся с Открытого чемпионата Франции по теннису



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Бато Багдаев

Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России