გურამიშვილზე ორი ახალგაზრდა კაცი მოკლეს
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 2 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდები საცხოვრებელ ბინაში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლულები.
შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.