Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2019

უკრაინის ახალი პარლამენტი, ქალები, ახალბედები, უმუშევრები - როგორი იქნება ახალი "ვერხოვნა რადა"

0
უკრაინის ახალი პარლამენტი, ქალები, ახალბედები, უმუშევრები - როგორი იქნება ახალი

უკრაინის ახლად არჩეული პარლამენტი ადრინდელი მოწვევების ვერხოვნა რადისგან საგრძნობლად განსხვავდება. დეპუტატებს შორის მეტი ქალია, სამი მეოთხედი მანდატებისა ახალბედებს ერგოთ, რომლებიც ადრე პოლიტიკით არ ყოფილან დაკავებული. ამასთან, რადაში არ მოხვდნენ ულტრამემარჯვენე პარტიების ცნობილი ლიდერები. 424 დეპუტატიდან ერთი შავკანიანი სპორტსმენია, 23 - უმუშევარი და ათი - ჟურნალისტი.

21 ივლისს არჩეული პარლამენტი უკრაინაში ბევრი პარამეტრით არის უჩვეულო, მაგრამ პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ არასოდეს ამ ქვეყნის ისტორიაში არც ერთ პარტიას არ მიუღწევია იმისთვის, რომ ჰყოლოდა ამგვარი უმრავლესობა. 424 ადგილიდან „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელი 253-ია. პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ გაიმარჯვა არა მხოლოდ პარტიული სიებით, არამედ ერთმანდატიან ოლქებშიც. კიევში, მაგალითად, თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს კანდიდატებმა ზელენსკის პარტიიდან.

უკრაინის პარლამენტში ვერ მოხვდნენ მძიმეწონოსანი ყოფილი დეპუტატები, რომლებიც ერთი პარლამენტიდან მეორეში გადადიოდნენ. ასეთები არიან: უკრაინის ყოფილი პრემიერი, ვლადიმირ გროსმანი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, სერგეი პაშინსკი (მან უცნობი ქალაქის უცნობ ისტორიის მასწავლებელთან წააგო ბრძოლა); ყოფილი სპიკერი, ვლადიმირ ლიტვინი, რომელიც ყირიმის ანექსიის შემდეგ ორ თვეში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენას ითხოვდა; მიხალ დობკინი, რომელსაც ლენინის ძეგლის აღდგენისთვის სახსრების შეგროვება სურდა, და მისთანანი. რადაში არ იქნება ნადეჟდა სავჩენკო, რუსეთში გასამართლებული და შემდეგ გაცვლილი, რომელსაც მხოლოდ რვა ადამიანმა მისცა ხმა დონეცკის ოლქის ერთ უბანში.

ქალებს რაც შეეხება, საერთოდ, ისინი დეპუტატთა მეხუთედს შეადგენენ. პროცენტულად ყველაზე მეტი ხმა პარტიებს შორის პარტია „ჰოლოსის“ წევრმა ქალმა კანდიდატებმა მოიპოვეს. ასევე ბევრი ქალი ეყოლება საკანონმდებლო ორგანოში პარტია „ევროპულ სოლიდარობას“, ხოლო ყველაზე ნაკლები - „ოპოზიციურ პლატფორმას - სიცოცხლისათვის“.

ქვეყნის კანონმდებელთა შორის სამი სპორტსმენია: მძლეოსანი ქალი ოლგა სალადუხა, პაუელიფტინგში უკრაინის ჩემპიონი არტიომ დმიტრუკი და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ჟან ბელენიუკი, უკრაინელი და რუანდელი მშობლების შვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არ აპირებს სპორტს ჩამოშორდეს პოლიტიკის გამო. პარლამენტის სხდომებს შორის კონცერტების გამართვას აპირებს პარტია „ჰოლოსის“ თავმჯდომარე, ჯგუფ “ოკეან ელზის“ სოლისტი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი.

პარლამენტში, როგორც ითქვა, არ იქნებიან ულტრამემარჯვენე ძალები, მათი ლიდერები, მაგრამ შევიდნენ დაწყებითი კლასების მასწავლებელი ტატიანა რუბიხა და ქორწილების ფოტოგრაფი სერგეი შტეპა, რომელმაც მილიონერი დაამარცხა. ვერხოვნა რადაში ათი ჟურნალისტია. მათი უმეტესობა საქმიანობს ტელეარხ 1+1-ში, მედიასაშუალებაში, რომელიც გადასცემს ვლადიმრ ზელენსკის მიერ დაარსებული სტუდიის იუმორისტული შოუების უდიდეს ნაწილს. პარლამენტში ბევრი დეპუტატია ამა თუ იმ გზით დაკავშირებული პრეზიდენტთან. ერთი მათგანი, ირინა ბორზოვა, ვინიცის ოლქში გამარჯვებული, მამასთან ერთად ბიზნესსაქმიანობას ეწევა ანექსირებულ ყირიმში. მამა, ნაუმ ბარულია, შოუ „სიცილის ლიგის“ პროდიუსერია.

ბევრის გასაკვირად, უკრაინის პარლამენტში მოხვდნენ ისეთები, ვინც ანკეტაში ჩაწერა, რომ არის უმუშევარი. მათ რიცხვშია ყირიმელი თათრების ლიდერი, ახტემ ჩიიგოზი, რომელიც თურქეთის თხოვნით საპატიმროდან გაათავისუფლეს რუსეთში, სადაც რვაწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს ექვსი პარტია, რომლებიც ვერ მოხვდნენ რადაში, მაგრამ მოიპოვეს ხმების საკმარისი - სამ პროცენტზე მეტი - რაოდენობა.

უკრაინელი პოლიტიკოსი და მწერალი ალექსანდრ ბრიგინეცი, რომლის წინააღმდეგ რუსეთში სანქციებია დაწესებული, ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ შეეცდება ვლადიმირ ზელენსკი გაიტანოს თავისი იდეები. ბრიგინეცის თქმით, ზელენსკის სურვილი, რომ შექმნას თავისი გუნდი, თავისი ერთგული გვარდია, გასაგებია, რადგან არ სურს, რომ ამა თუ იმ ოლიგარქის ხალხი ახდენდეს გავლენას ვითარებაზე. მაგრამ, ამბობს ბრიგინეცი, ეს გვარდია შეიძლება იყოს ერთობ არაკვალიფიციური, გამოუცდელი. მას, განაგრძობს პოლიტიკოსი და მწერალი, არ სჭირდება საკუთარი პოზიციისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ხალხი. ასე შეძლებს ის თავიდან აირიდოს პრემიერობის სხვა კანდიდატები, მაგალითად, იულია ტიმოშენკო.

რატომ უყურებთ სკეპტიკურად იმ ხალხს, ვისი შეგროვებაც პრეზიდენტს სურს თავის გარშემო პარლამენტში, ზელენსკი ხომ გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას? - ეკითხება ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ექსპერტს. ზელენსკი, ბრიგინეცის აზრით, აპირებს ითამაშოს კუჩმა (ლეონიდ კუჩმა, დამოუკიდებელი უკრაინის მეორე პრეზიდენტი). ის აპირებს ივაჭროს რუსეთთანაც და ევროპასთანაც. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ როცა ამას აკეთებდა კუჩმა, მსოფლიოში ვითარება იყო სრულიად განსხვავებული. ახლა უკრაინას არ შეუძლია ნეიტრალური დარჩეს - ის ან რუსეთს უნდა შეუკავშირდეს, ან ევროპის კავშირს. ნეიტრალიტეტის წონასწორობას ზელენსკი ვერ შეინარჩუნებს. ის ჯერ აცხადებს, „ პუტინ, მოდით, ვილაპარაკოთ ტრამპის თანდასწრებითო“ და მერე ურეკავს პუტინს. და ამ საუბრის შესახებ ზელენსკისგან კი არ ვიტყობთ, არამედ პუტინისგან. ზელენსკის ეგონა, რომ ეს საუბარი საიდუმლოდ დარჩებოდა? შეიძლება ეს არ იყო ერთადერთი საუბარი მათ შორის. ხომ შესაძლებელია, რომ ორივე გაჩუმდა? - თავისი ფიქრები გაუზიარა რადიო თავისუფლებას პოლიტიკოსმა და მწერალმა ალექსანდრ ბრიგინეცმა.

უკრაინის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 5 აგვიტოს გამოქვეყნდება. 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, იგეგმება გაიმართოს ახალი მოწვევის ვერხოვნა რადის პირველი სხდომა.





Губернаторы России
Москва

Собянин: В Москве создана самая маленькая схема метро в мире





Москва

Тысячи активистов разгромили офис Socar в Стамбуле, обвинив «Азербайджан» в поддержке геноцидальной политики Израиля в Палестине


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Около обновленных поликлиник создано более 600 зон отдыха



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Михаил Кутушов

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Зенит» добыл волевую победу в матче с «Балтикой» и завоевал Кубок России

Первое историческое ралли в Москве 2 июня 2024

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" не будет подписывать камерунского форварда Абубакара


Ролан Гаррос

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России